in

დასასვენებელი სახლი მდინარის პირას

Alliance Group
Alliance Group

სახლის მეპატრონეებს სურდათ შეექმნათ ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევას და მთელი ოჯახისა და მეგობრების შეკრებას შეძლებდნენ. ამავდროულად, საჭირო იყო 2 ცალკეული სახლის დაპროექტება და თითოეულ მათგანში პირადი სივრცის გამოყოფა. პროექტის მთავარი ფუნქცია დასვენებაა, ამიტომ, ასევე მნიშვნელოვანი იყო შემდეგი ზონების ჩართვა: გარე ღია სამზარეულო, სივრცე ბარბექიუსთვის და საუნა.

ნაკვეთი მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარეობს. პროექტი ორ — ზედა და ქვედა დონეებზეა განხორციელებული. სახლი ქუჩის დონეზე ყველაზე მაღალ ტერასაზეა განთავსებული. სხვა ზონები ფერდობზე სხვადასხვა სიმაღლის ტერასებზეა განლაგებული. ეს საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას ნაკვეთის რელიეფის უპირატესობები — შენარჩუნდეს გარკვეული კონფიდენციალურობა თითოეული ფუნქციური ზონისთვის და მდინარის ხედი ყველა მათგანისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ყველა ტერასას უკავშირდება საფეხურებიანი ბილიკი, რომელიც ნაპირისკენ მიემართება.

სახლის მთავარი ღირებულება ბუნებით ტკბობის შესაძლებლობაა. ექსტერიერისა და ინტერიერის გარეგნობა საკმაოდ მარტივია, რათა მთავარი აქცენტი ლანდშაფტზე გაკეთდეს.

სახლი სანაპიროს გასწვრივ არის დაგეგმარებული, რათა ყველა ძირითადი ოთახიდან მდინარის პანორამული ხედით ტკბობა იყოს შესაძლებელი. შენობა მოიცავს მისაღებ ოთახს და ასევე ორ საძინებელს. ამ უკანასკნელს და მისაღებს გააჩნიათ წვდომა სახლის წინ მდებარე უზარმაზარ ტერასაზე. მთავარ საძინებელს კი თავისი დაფარული ტერასა გააჩნია.

ნაკვეთის გეოლოგიური მახასიათებლებიდან და ასევე დამკვეთების მიერ მთელ სახლში იატაკის გათბობის მონტაჟის მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა საძირკვლად შვედური იზოლირებული ფილები შეარჩიეს. სახლის ჩარჩო კი ხის პანელებისგან არის აგებული. გარე მოპირკეთებისთვის თერმულად მოდიფიცირებული ფიჭვის ფიცრებია გამოყენებული.

პროექტის ავტორი: Klochenko Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ადგილი, სადაც ყველფერია იდეალური ცხოვრებისთვის – თბილისში “წავკისი პანორამა” შენდება

სამზარეულოს ორგანიზების 3 მარტივი წესი