in

ადგილი, სადაც ყველფერია იდეალური ცხოვრებისთვის – თბილისში “წავკისი პანორამა” შენდება

თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე უბანი, “წავკისი პანორამა” შენდება. პროექტის უნიკალურობა მის მდებარეობაშია. ქალაქის ურბანული გარემოთი დაღლილ ადამიანებს, “წავკისი პანორამა” უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს თბილისის სიახლოვეს, სახლიდან გაუსვლელად ისიამოვნონ პანორამული ხედებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

პროექტის კონცეფცია სრულიად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების მოთხოვნილებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

რას გულისხმობს წავკისი პანორამა და რატომ ირჩევენ მას მომავალ საცხოვრებელ ადგილად ასე აქტიურად? – ამის შესახებ კომპანიის მმართველი პარტნიორი, გეგი ვასაძე და “წავკისი პანორამას” გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელი, მარიამ აფაქიძე გვესაუბრებიან.

გეგი, პირველ რიგში, მოგვიყევით პროექტის შესახებ, რას მოიცავს წავკისი პანორამა და რა ინფრასტრუქტურას სთავაზობთ მომავალ მობინადრეებს?

პროექტზე მუშაობა 2021 წელს დავიწყეთ, რაც პირველ რიგში, გენერალური გეგმის შექმნასა და ურბანული თვალსაზრისით, მის სწორად დაგეგმარებას მოიცავდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი მთავარი მიზანი რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება, ბუნებასთან ინტეგრირება და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო.

პროექტის უდიდესი ნაწილი მწვანე სივრცეებსა და ეკო-მეგობრულ ინფრასტრუქტურას დაეთმო. “წავკისი პანორამას” ტერიტორია 13 ჰექტარზეა განთავსებული და  მოიცავს 98 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს, რომლებიც ყველა კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი. ასევე, 1.5 ჰექტარ სარეკრეაციო ზონას, 2 სპორტულ მოედანს, სკეიტპარკს, ველობილიკს. ტერიტორიაზე გვხვდება ერთ კილომეტრიანი სასეირნო ხეივანი, ასაკობრივად დაყოფილი ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვიშის მოედანი, სასრიალოები, ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები.

რატომ გახდა ეკოლოგიური ფაქტორი პრიორიტეტული ამ პროექტის შექმნისას?

ჩვენ თავიდანვე გვსურდა, რომ პროექტი, თავისი არსით, ყოფილიყო ჯანსაღი და მოეხდინა დადებითი გავლენა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.  ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. როდესაც არქიტექტურა ჰარმონიაშია ბუნებასთან და დაგეგმარებისას გათვალისწინებულია სოციალიზაციის მნიშვნელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მდგრად ეკოლოგიურ გარემოს დადებითი გავლენა აქვს პიროვნული განვითარების, შემოქმედებითობის, ინდივიდუალობის, სოციალური, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების კუთხით, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომ გახდა ჩვენი პროექტის დაგეგმარებისას ჯანსაღი გარემოს შექმნა პრიორიტეტული.

მარიამ, რა უპირატესობები აქვს წავკისი პანორამას და რას გულისხმობს ახალი სამეზობლო კონცეფცია?

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ პროექტი მოგვერგო თანამედროვე ცხოვრების სტილის ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანია ქალაქთან მჭიდრო კავშირიც. ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალ გზაზე მობინადრეებს დახვდებათ ადგილი, სადაც ყველაფერია იდეალური ცხოვრებისთვის. მართალია, იდეალური ცხოვრების სტანდარტი ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას სწორედ ისეთ ადგილას სურთ ცხოვრება, სადაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად ცხოვრების რიტმისთვის ფეხის აწყობაც და მშვიდ გარემოში ყოფნაც.  ეს არის ჩვენი პროექტის იდეაც და ის, რომ პროექტი თავისი ინფრასტრუქტურით ბუნებასთანაა შერწყმული, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ჩანაფიქრს.

რაც შეეხება სამეზობლო კონცეფციას, როგორც ცნობილია, ქალაქგარეთ ცხოვრების ტენდენცია დღითი დღე მზარდია და ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ასევე, ქალაქზეც. აქვე დგება ჩვენი პასუხისმგებლობაც, რომ ამ განვითარებას სწორი მიმართულება მივცეთ და მეგობარი კომპანიებისთვისაც ვიყოთ სამაგალითო როგორც არქიტექტურის, ასევე ადამიანური ურთიერთობების მხრივაც. ახალი სამეზობლო კონცეფცია, ჯანსაღი და მჭიდრო ურთიერთობები ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. გვსურს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი საცხოვრებელი გარემო იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი სოციალიზაციის კუთხით. სწორედ ამ მიზნით დაგეგმარდა სოციალური სივრცეები და მობინადრეთა შეკრების ადგილები.
ჩვენს ვალდებულებაშია, რომ უზრუნველვყოთ ამ სივრცეების მოვლა-პატრონობა, ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა და შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იმისთვის, რომ აქ მშობლებს ბავშვების მშვიდად გაშვება შეეძლოთ.

ვინ არიან თქვენი მომავალი მობინადრეები და როგორ ფიქრობთ, რატომ გირჩევენ ასე აქტიურად?

ჩვენი მობინადრეები თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები არიან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური და უსაფრთხო გარემო. მათ ძირითად ნაწილს ახალგაზრდა და შუახნის ოჯახები წარმოადგენენ, რომლებმაც იციან, რომ “წავკისი პანორამა” მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გახდება. კვლევები მოწმობს, რომ ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანები იშვიათად იცვლიან საცხოვრებელ გარემოს, რაც მუდმივობას და სტაბილურობას განსაზღვრავს. ჩვენთან რამდენიმე მობინადრემ უკვე დაიწყო სახლების მშენებლობა და გვახარებს ის ფაქტი, რომ მათი ძირითადი ნაწილი ასე აქტიურად გეგმავს საცხოვრებლად გადმოსვლას ახლო მომავალში. ჩვენი გუნდი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება უნიკალური საცხოვრებელი გარემოს შექმნის იდეას და თითოეული დეტალის განხორციელების საქმეს. საბოლოო ჯამში კი მობინადრეებს იდეალური ცხოვრების ახალ სტანდარტს ვთავაზობთ. სწორედ ეს გვგონია მთავარი მიზეზი, თუ რატომ გვირჩევენ ასე აქტიურად მომხმარებლები.

საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია “წავკისი პანორამას” გუნდისთვის მაცხოვრებლებთან კომუნიკაცია და რამდენად იღებთ მობინადრეებისგან უკუკავშირს?

კომპანიაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან სწორ კომუნიკაციას. გვინდა, რომ ჩვენი პროექტის კონცეფცია მაქსიმალურად სწორად გადავცეთ მაცხოვრებლებს და მათგან წამოსული უკუკავშირიც გვეხმარება, სწორად გავერკვეთ მათ სურვილებსა და მოთხოვნებში. ამიტომ, ვცდილობთ, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე გვქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია. ცოტა ხნის წინ მობინადრეებთან პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მათ ვკითხეთ, თუ როგორ წარმოედგინათ “წავკისი პანორამაში” ცხოვრება. ექსპერიმენტის ფარგლებში მობინადრეებს უნდა გამოეგზავნათ სამუშაო რენდერები ან უბრალოდ ინტერნეტში მოძიებული ფოტოები, რომლებსაც მათი სახლების ინტერიერად თუ ექსტერიერად წარმოიდგენდნენ. შედეგი გასაოცარი იყო – “წავკისი პანორამა” მათთვის ნამდვილად ის ადგილია, სადაც ყველაფერია იდეალური ცხოვრებისთვის.

ექსპერიმენტის შედეგად  გავიგეთ, რომ ჩვენი არეალი, ერთი მხრივ, იდეალურია მათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიური გარემო და საცხოვრებელი სივრცე, რომელშიც იცხოვრებენ ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე მხრივ, ზოგიერთი მათგანისთვის “წავკისი პანორამა” აღმოჩნდა ის იდეალური ადგილი, სადაც დაიგეგმება მეგობრების შეკრებები და გაიმართება წვეულებები. ერთ-ერთ მობინადრეს უკვე წარმოდგენილი აქვს საკუთარი დაბადების დღის წვეულებაც. ქალბატონი მაკასთვის კი, როგორც თავად გვითხრა, “წავკისი პანორამა” ოცნების ახდენის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ულამაზეს ზამთრის ბაღს გააშენებს და შთამბეჭდავი ხედებით დატკბება მეგობრებთან და ფინჯან ჩაისთან ერთად.

გეგი, საინტერესოა რა ეტაპზეა პროექტი და როდის დასრულდება ის?

გეგი ვასაძე: პროექტი “წავკისი პანორამა” 2024 წლის ნაცვლად, 2023 წლის ოქტომბერში სრულდება, რადგან ჩვენ ყველა ვალდებულების შესრულებას გეგმაზე ადრე ვასწრებთ. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მაღალი მოთხოვნის ფონზე, ნაკვეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია, თუმცა მიწის შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მათთვის, ვისთვისაც, “წავკისი პანორამა” სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაფერია იდეალური ცხოვრებისთვის.

[R]

თანამედროვე ინტერიერი ინდუსტრიულ სტილში – სტუდია ZROBIM architects-ის ოფისი თბილისში

დასასვენებელი სახლი მდინარის პირას