in

კერძო სახლი თუ კორპუსის ბინა – როგორ გადავწყვიტო?

მაღალსართულიანი კორპუსის ბევრი მაცხოვრებელი ბინის კერძო სახლით შეცვლაზე ოცნებობს. მაინც რა ჯობია – კერძო სახლი თუ ბინა? საქმე იმაშია, რომ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, ვინაიდან გადაწყვეტილება თქვენი საჭიროებებისა და შესაძლებლობების, ასევე ოჯახის წევრების ცხოვრების სტილისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ. თუმცა, ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რომელია თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი.

1. რამდენად სწორი წარმოდგენა გაქვთ ქალაქგარეთ ცხოვრებაზე?

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც დიდ ქალაქში კომფორტულ ბინაში გაიზარდა, ყოველთვის ნათლად არ ესმით, თუ როგორია სინამდვილეში ქალაქგარეთ ცხოვრება.

მაგალითად, თუ ქალაქგარეთ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, სადაც წყალგაყვანილობა არ არის და ჭაბურღილს იყენებთ, წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება თავად მოგიწევთ მაშინ, როდესაც ბინაში მაცხოვრებელი შესაბამის კომპანიაში დარეკავს და მშვიდად დაელოდება პრობლემის აღმოფხვრას.

2. გამოთვალეთ, რამდენი მ2 გჭირდებათ ბედნიერებისთვის

კერძო სახლი იდეალურია რამდენიმე თაობისგან შემდგარი მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის. სასურველი პროექტის შერჩევა საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ საძინებლებისა და სველი წერტილების საჭირო რაოდენობა, მოაწყოთ დიდი მისაღები ოთახი ოჯახური შეკრებებისთვის, მოაშენოთ ბაღი და ა. შ.

ერთ ან ორშვილიანი ოჯახისთვის კი შეიძლება ეს ფართი ზედმეტი იყოს. ამის ნაცვლად, შესაძლოა, უმჯობესი იყოს სამოთახიანი ბინის შერჩევა საცხოვრებელ კომპლექსში, რომელსაც როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების დასვენებისთვის შესაფერისი კეთილმოწყობა გააჩნია.

3. ყურადღება მიაქციეთ ინფრასტრუქტურას

აუცილებელია გაითვალისწინოთ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ინფრასტრუქტურის სიახლოვე. ქალაქგარეთ გადასვლის მსურველმა ოჯახმა, რომელშიც ბავშვებიც არიან, პირველ რიგში, სასწავლო დაწესებულებამდე მისვლის საკითხი უნდა განიხილონ. ბავშვის ყოველდღიურად სკოლაში ტარება შეიძლება რთული ამოცანა იყოს, თუ მისი სასკოლო განრიგი მშობლის რეჟიმს არ ემთხვევა. ამოცანა რთულდება, თუ ბავშვი სხვა აქტივობებითაც არის დაკავებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების, მაღაზიების, ფიტნეს ცენტრებისა და კაფეების სიახლოვე.

4. დააზუსტეთ ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა

თუ ქალაქში მუშაობთ და ვალდებული ხართ სამუშაო ადგილზე ყოველდღიურად იმყოფებოდეთ, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. საქმე განსაკუთრებით რთულად არის მათთვის, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს.

6. შეაფასეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მიწის ნაკვეთზე რაიმეს გაზრდა

ბევრ ადამიანს ნამდვილად უყვარს მებაღეობა და ბოსტანში საკუთარი პროდუქტების მოყვანა. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს დამატებით შრომასთან არის დაკავშირებული — საჭიროა ბალახის მოთიბვა და ფოთლების მოცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერიტორია მოუწესრიგებელ ველურ ბაღს დაემსგავსება.

7. გააანალიზეთ თქვენი საჭიროებები და ცხოვრების წესი

ქალაქგარეთ ცხოვრება სამოთხეა მათთვის, ვისაც მარტოობა უყვარს და შეჩვეულია სახლში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას. მას, ვინც სახლში მხოლოდ ღამის გასათევად მოდის, ეწევა აქტიურ ცხოვრებას, რეგულარულად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, დიდი ალბათობით, ქალაქგარე ცხოვრება არ მოეწონება.

ქალაქგარეთ გადასვლისას ქალაქელ მეგობრებთან ცოცხალი კომუნიკაცია შესაძლოა შემცირდეს — მათთვის უფრო რთული იქნება თქვენთან მოსვლა, თქვენთვის კი — მათთან.

ბუნებასთან ახლოს ცხოვრების სურვილი შეიძლება ქალაქში დარჩენის შემთხვევაშიც დაკმაყოფილდეს — შეგიძლიათ უბრალოდ შეარჩიოთ საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ეკოლოგიურად ხელსაყრელ უბანში მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი თბილისში ნამაი ვაკეა, რომელიც ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მაცხოვრებლებს გააჩნიათ თავისუფალი წვდომა ქალაქის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან, ეს ყველაფერი კი ბუნების წიაღში ცხოვრების განცდის პარალელურად ხდება. აქ არსებული სუფთა ჰაერი, სიწყნარე, გონივრულად დაგეგმილი ლანდშაფტი და არქიტექტურა დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნების გარანტიას იძლევა. შესაბამისად, ეს არის იდეალური ვარიანტი მათთვის, ვისაც მრავალბინიან კომპლექსში ცხოვრებასთან ერთად, კერძო სახლისთვის დამახასიათებელი სიკეთეებით ტკბობა სურს.

“ნამაი ვაკეს” დასრულებული კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

Wine House — ძველი სახლის საინტერესო რეკონსტრუქცია ZROBIM Architects-ის მიერ

იატაკის კონვექტორი – რისთვის გამოიყენება და რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში?