in

ინტერიერის “სთეიჯინგი” (staging) vs ინტერიერის დიზაინი — რა განსხვავებაა?

განსხვავება Home Staging-სა და ინტერიერის დიზაინს შორის არის საკითხი, რომელიც მრავალი ადამიანის, განსაკუთრებით ამ სფეროში ნაკლებად კომპეტენტურების გონებაში ტრიალებს. სახლის დიზაინის ამ ორ ასპექტს გააჩნია მსგავსი საბოლოო მიზნები, რომლებიც სახლის იერსახის გაუმჯობესებას გულისხმობს, მაგრამ ამასთანავე, მათ შორის მცირე განსხვავებებია და მათ ამ სტატიაში მოგვიანებით განვიხილავთ. მანამდე კი უნდა გავიგოთ, თუ რას ნიშნავს თითოეული ტერმინი.

რა არის Home Staging?

Home Staging არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სახლის საუკეთესო მახასიათებლების ხაზგასმას, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს პოტენციური მყიდველებისთვის. ამასთან, “სთეიჯინგი” ხელს უწყობს სახლის საბაზრო ღირებულების გაზრდას და მის სწრაფ გაყიდვას. ამჟამად, ადამიანების უმეტესობა ყიდულობს და ყიდის სახლებს ონლაინ რეჟიმში და ამან Home Staging-ის სერვისებზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს სახლების მარკეტინგის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

რა არის ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სახლის იერსახისა და ატმოსფეროს გაუმჯობესებას. ზოგადად, ის გულისხმობს სახლის ვიზუალურ ტრანსფორმაციას ხელოვნების ნიმუშების, ფერებისა და სხვადასხვა აქსესუარების მეშვეობით, რათა მეპატრონეთა საჭიროებები დაკმაყოფილდეს. დიზაინის ინდუსტრიაში ეს ალბათ სახლის გაუმჯობესების ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა.

აუდიტორია

Home Staging-სა და ინტერიერის დიზაინს შორის მთავარი განსხვავება სამიზნე აუდიტორიაა. მაშინ, როდესაც პირველი მათგანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახლი უფრო მიმზიდველი გახდეს პოტენციური მყიდველებისთვის, ინტერიერის დიზაინი საცხოვრებლის მესაკუთრეთა სპეციფიკურ საჭიროებებს ემსახურება.

გადაწყვეტილების მიმღები

Home Staging-ის შემთხვევაში დიზაინის გადაწყვეტილებებს Stager (გასასყიდად სახლის მომზადებაზე პასუხისმგებელი პიროვნება) იღებს. იგი იკვლევს ბაზრის ტენდენციებს, რათა გაიგოს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახლი უფრო მიმზიდველი გახდეს და პოტენციური მყიდველების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მეორე მხრივ, როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, გადაწყვეტილების მიმღები სახლის მესაკუთრეა. მფლობელის გადაწყვეტილებები ეფუძნება მის კონკრეტულ გემოვნებასა და პრეფერენციებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერი მუშაობს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და, საჭიროების შემთხვევაში, გთავაზობთ რჩევებს.

ახალი იმიჯის შექმნის მიზანი

Stager სახლს გასაყიდ აქტივად აღიქვამს, შესაბამისად, Home Staging-ის მიზანია, სახლი პოტენციური მყიდველებისთვის მიმზიდველი გახდეს, რათა მისი გაყიდვა გამარტივდეს.  ინტერიერის დიზაინერი კი დიდ ყურადღებას აქცევს მეპატრონეების პირად ცხოვრების წესს. მისი მთავარი მიზანია, სახლი მფლობელებისთვის კომფორტული და ესთეტიკურად სასიამოვნო გახადოს.

სისწრაფე და დრო

Home Staging-ის პროცესის დასასრულს, გასაყიდი სახლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბაზრის დეკორაციის ყველა მიმდინარე ტენდენციით — ეს უფრო მეტ პოტენციურ მყიდველს მოიზიდავს და საცხოვრებლის სწრაფად გაყიდვას შეუწყობს ხელს. ეს პროცესი ძირითადად გულისხმობს სახლში თანამედროვე სტილის ჩამოყალიბებას დეკორაციის შეცვლით, ძველი ავეჯის ახალი და მოდური მოდელებით ჩანაცვლებით. ამ პროცესის დასრულებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთი ან ორი დღე სჭირდება.

ინტერიერის დიზაინი კი არის პროცესი, რომლის დასრულებას, შესაძლოა, დღეები ან თვეებიც კი დასჭირდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ინტერიერის დიზაინერი, დეკორაციაში რაიმე ცვლილების შეტანამდე, მეპატრონეების საჭიროებებსა და მოთხოვნებს უნდა გაეცნოს.

როგორ დავაპროექტოთ ღიობი კარის გარეშე? – 4 საინტერესო გამოსავალი

ნათელი ბინა ღია გეგმარებით ჭავჭავაძეზე – ნინი ჯღამაძის ნამუშევარი