in

სახლი, რომელიც საცხოვრებელ სივრცესა და ატელიეს აერთიანებს

Alliance Group
Alliance Group

მონიკა და მარეკ ივანკოების პროექტი ცდილობს იპოვოს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა გავაერთიანოთ ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრება და სამუშაო. სწორედ ამიტომ, მათ დააპროექტეს სახლი, რომელიც, გარდა ძირითადი საცხოვრებელი ფართისა, მათ ატელიესაც იტევს. ამასთან პროექტი მათი ნამუშევრების „შორუმს“ წარმოადგენს. „ჩვენ არ გვეშინია მომხმარებლის სახლში მოყვანის და იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სახლი და მას ფუნქცია გააჩნდეს“ — ამბობენ ავტორები.

უბრალო მართკუთხა სახლი წვეტიანი სახურავით, რომელიც პატივს სცემს ლანდშაფტისა და შენობების ლოკალურ ხასიათს, სლოვაკეთში, მინდვრებით გარშემორტყმულ ჩიხში მდებარეობს. გარემომცველ სიმწვანესთან უშუალო კონტაქტის გამო ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თითქოს სახლი აქ ბუნებრივად „გაჩნდა“.

ამოსავალი წერტილი ძირითადად იყო განლაგება და ესთეტიკური მოთხოვნები, რომლებიც საოჯახო სახლში ცხოვრების ტრადიციული წესის იდეას ეფუძნებოდა. შედეგია რაციონალური საოჯახო საცხოვრებელი, რომელიც ასახავს შენობის ხასიათს და ითვალისწინებს ადგილობრივ არქიტექტურას.

ავტორებმა გადაწყვიტეს ხის გამოყენება ზედაპირული დამუშავების გარეშე, ძირითადად მისი ბუნებრივი დაბერების გამო, რაც ირგვლივ არსებულ გარემოსთან შენობის შერწყმას შეუწყობს ხელს. მასალის შემადგენლობას ავსებს ტრადიციული თეთრი ბათქაში და ნაცრისფერი გოფრირებული ლითონისგან დამზადებული გადახურვა. ინტერიერი ხასიათდება ხის, თეთრი თაბაშირისა და ბუნებრივი მასალების კომბინაციით. კომპოზიციას დეტალების შავი აქცენტები ავსებს.

სახლის შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადის გასწვრივ, გადახურულ, ქარისგან დაცულ მხარეს არის განთავსებული. ვესტიბიული იძლევა წვდომას ტექნოლოგიურ ბლოკზე და მიემართება მთავარი დერეფნისკენ. შესასვლელის პირდაპირ არის ატელიე, გამოყოფილი საპირფარეშო, მის გვერდით კი ბავშვებისათვის განკუთვნილი აბაზანა. არქიტექტორებმა სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განათავსეს საძინებელი ოთახი საკუთარი აბაზანითა და გარდერობით. ბავშვების ოთახის ჭერი ღიაა და გადახურულია ბადით, რომელიც სივრცეს აფართოებს. პირველი და მეორე სართულის სივრცეები ერთმანეთთან ღია გალერეის საშუალებით არის დაკავშირებული.

 

 

 

 

 

 

პროექტის ავტორი: Monmar ateliér

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მინა-ბლოკი ინტერიერში — რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი რეალური პროექტებიდან

ადამიანი, როგორც მთავარი შთაგონების წყარო ინტერიერის დიზაინში – ინტერვიუ თამარ კიკალეიშვილთან