in

Entrebosques — ფოლადის მოდულებისგან შექმნილი სახლი კოლუმბიის ტყეში

Alliance Group
Alliance Group

Green Mecano-ს ამ პროექტში მთავარ მიზანს ფოლადის გამოყენების ოპტიმიზაცია წარმოადგენს. ამ არქიტექტურული სტუდიის პროექტები ყოველთვის იყენებს მოდულების სისტემას, რომელიც შეიძლება მრავალი გზით იყოს დაკავშირებული და რომელიც ორგანულად იზრდება მომხმარებელთა ცხოვრების რიტმის მიხედვით.

ამის მატერიალიზებისთვის შეიქმნა სვეტებისა და სხივების ჭანჭიკებით დაკავშირებული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მშენებლობას, ამასთან, ნაგებობის ნებისმიერ რელიეფზე რეგულირების საშუალებას იძლევა. საბოლოო შედეგი არის ინოვაციური, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო სისტემა, რომელიც არქიტექტურულ სტუდიას საშუალებას აძლევს, შექმნას უსასრულო რაოდენობის პროექტი.

Entrebosques არის სახლი, რომელიც ალტო დე ლას პალმასში, კოლუმბიაში მდებარეობს. ეს პროექტი სტრუქტურირებულია ფოლადის მოდულებისგან — ისინი ქმნიან ცარიელ სივრცეებს, რომლებიც სახლის შიდა ეზოებად იქცევა. Entrebosques სახლის კონცეფციას წარმოადგენს გარე და შიდა სივრცეების ინტეგრირება, ტყესა და სახლს შორის არსებული საზღვრების გაბუნდოვნება.

სახლის ღია სოციალურ ზონებს შორის ​​შორის გამიჯვნის ერთადერთი ელემენტი შიდა ეზოებია. ვინაიდან შენობა მოდულებისგან შედგება, თითოეულ მათგანს საკუთარი დამოუკიდებელი ფუნქცია გააჩნია — იქნება ეს სოციალური თუ კერძო.

პროექტში გამოყენებულია ცოცხალი მასალები, როგორიცაა ფოლადი, ხე და ქვა, რათა სახლსა და ირგვლივ არსებულ გარემოს შორის კომუნიკაცია შედგეს. შენობის დამოუკიდებელი სივრცეები ინდივიდუალური მახასიათებლებით, გაერთიანებისას წარმოქმნის სიმაღლის უეცარ ცვლილებებს, ინტერიერში ბუნებისა და სინათლის მოულოდნელი შემოჭრის და სივრცულ ეფექტებს. ასეთი მრავალფეროვნება კი სახლის თითოეულ სივრცეს ამდიდრებს.

 

პროექტის ავტორი: Green Mecano

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ბრუტალიზმი ინტერიერში — სტილი მძიმე ხასიათით

ბუნებრივი მასალებით გაჯერბული ინტერიერი მარჯანიშვილის მეტროსთან – სტუდია Sxvava-ს ნამუშევარი