in

ქართული ავეჯის საწარმო განსხვავებული მიდგომით – M arts-ის კონცეფცია

ავეჯი სახლის განუყოფელი ნაწილია. ადამიანები დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ სწორი და ხარისხიანი პროდუქტის შერჩევას. მომხმარებელთა უმეტესობა ინდივიდუალური შეკვეთით ამზადებს სასურველ მოდელს, ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ისეთი მწარმოებლების გაცნობა, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და დაინტერესებულ პირებს მდგრადი, განსხვავებული დიზაინის პროდუქციას სთავაზობენ.

Homeis.ge დღეს M arts-ის საწარმოზე გიამბობთ. როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა და რა პირობებს სთავაზობს ის მომხმარებელს – ამ და სხვა თემებზე საწარმოს დამფუძნებელი, ვიტალი ბუხნიკაშვილი გვესაუბრება.

 

გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით ამ სფეროში?

პროფესიით სამართალმცოდნე ვარ. რამდენიმე წლის წინ ავეჯის ერთ-ერთ კომპანიაში იურისტად და წარმოების მენეჯერად ვმუშაობდი. მიზნად დავისახე ყველა გამოწვევის დაძლევა, როგორც წარმოების, ასევე, იურიდიულ სფეროში. გადაწყვეტილების მიღების უნარი და სწორი გუნდური მუშაობა დამეხმარა, კომპანიაში სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო შემექმნა. სამუშაო პროცესში მომწოდებლების, მომხმარებლებისა და თანამშრომლების თანაბარმა ჩართულობამ სისტემის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა მომცა, ეს კი საწარმოზე დადებითად აისახა. რა თქმა უნდა, თავადაც დიდი გამოცდილება მივიღე.

საიდან გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა, რატომ გადაწყვიტეთ საწარმოს შექმნა?

სამუშაო გამოცდილებამ და ბაზარზე დაკვირვებამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე დამაფიქრა და ის ძირითადი პრობლემები დამანახა, რომლებიც ავეჯის მწარმოებელ კომპანიებში არსებობდა. მაგალითად, საწარმოთა უმრავლესობა მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აწვდიდა პროდუქტს, რაც კლიენტის უკმაყოფილებას იწვევდა. არანაკლებ პრობლემური საკითხი მომხმარებლისთვის ავეჯის საწარმოებელი ნედლეულისა და მექანიზმის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება იყო. ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად დამეარსებინა კომპანია M arts-ი, რომელიც განსხვავებული მიდგომით შეეცდებოდა ბაზრის ათვისებას და ამ ხარვეზების აღმოფხვრას.

რა იყო M arts-ის თავდაპირველი მიზანი და ძირითადი კონცეფცია?

გვსურდა, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა მომხმარებელთა მოთხოვნები, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა ყველა ინვენტარსა და საკითხზე. მნიშვნელოვანი იყო, ადამიანებს კომპანიასთან ურთიერთობის მუდმივი შესაძლებლობა ჰქონოდათ. M arts-ის კონცეფცია გულისხმობდა, რომ დასაქმებულთათვის მისაღები სამუშაო პირობები შეგვექმნა და გადაწყვეტილებებიც განსხვავებული სტრატეგიით მიგვეღო.

რა სირთულეებს წააწყდით საწყის ეტაპზე და როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა წლებთან ერთად?

თავდაპირველად გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, რომლებსაც კომპანიის განსხვავებულ მიდგომა განაპირობებდა. მომხმარებელს საერთოდ არ უწევს ჩვენს საწარმოში მოსვლა, თავად მივდივართ მისამართზე და იქვე, მასთან ერთად ვარჩევთ ავეჯის დიზაინსა და ფერებს. ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კონსულტაციები დისტანციურად გრძელდება, ცხადია, საწარმოო და სარემონტო პროცესების დაწყებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პოლიტიკას  უარყოფითი შედეგები არასოდეს მოუტანია, პირიქით, მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან დროსა და ენერგიას ზოგავს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე დამკვეთი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ჩვენთან თანამშრომლობას უფრთხოდა, ნდობა მალევე მოვიპოვეთ და ეს პრობლემა ახლა აღარ არსებობს.

დღეს რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

გვაქვს მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯი, გვყავს კვალიფიციური დიზაინერები, რომელთა მომსახურებაც უფასოა; ასევე, უზრუნველვყოფთ მისამართზე მისვლასა და კონსულტაციას, შეთანხმებულ ვადაში ვაწვდით მაღალი ხარისხის ნამუშევრებს, დამკვეთს ვაცნობთ ამომწურავ ინფორმაციას ავეჯის მასალისა და მექანიზმის შესახებ. ამავდროულად, პროდუქციის შექმნისა და დამონტაჟების დროს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების სტანდარტებს და მომხმარებელს უფასო საგარანტიო მომსახურებას ვთავაზობთ.

საინტერესოა, ავეჯს მხოლოდ თქვენი დიზაინით ამზადებთ თუ ინდივიდუალური შეკვეთითაც?

ძირითადად, ინდივიდუალური შეკვეთით, რადგან მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს. დღეს სამშენებლო კომპანიები განსხვავებული არქიტექტურის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს ქმნის, ამიტომ მომხმარებელზე ორიენტირებული ავეჯის საწარმოს მთავარი გამოწვევა დამკვეთისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევაა, რაც მასალის, მექანიზმის, ფერისა და დიზაინის შერჩევას გულისხმობს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას, რამდენად ერგება ის ქართველი მომხმარებლის გემოვნებას?

ესაა პროფესიონალი გუნდის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შექმნილი თანამედროვე, გამძლე ავეჯი. M arts-ი დაინტერესებულ პირებს მასალისა და მექანიზმების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, როგორც სტანდარტული, ასევე, მაღალი საფასო კატეგორიიდან. ვცდილობთ, ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს, რითაც გადაწყვეტილების მიღებას ვუადვილებთ მას. ყოველწლიურად ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სრულად ვერგებით ქართველი მომხმარებლის გემოვნებას.

რა ეტაპზეა კომპანია ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ. ძალიან მალე შემოგთავაზებთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას და უფრო მრავალფეროვან კოლექციას (ავეჯს მეტალის ჩანართებით). ასევე ვგეგმავთ, ჩვენი მომხმარებელი პატარა საცხოვრებლისა და ოფისისთვის განკუთვნილი კომპაქტური ავეჯითაც უზრუნველვყოთ.

 

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ მოვაწყოთ საბავშვო საძინებელი სხვადასხვა სქესის ბავშვებისთვის

დუპლექსი სახასიათო ინტერიერით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნუკრი კეკელიას ნამუშევარი