in

თაბაშირმუყაო თუ გასაჭიმი ჭერი — რომელი და რატომ?

IPS
IPS

როდესაც საქმე სააბაზანოში ჭერის მოპირკეთებას ეხება, ორი ძირითადი ალტერნატივის წინაშე ვდგებით — გასაჭიმი ჭერი ან ნესტგამძლე თაბაშირმუყაოს ფილები. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ, განვიხილავთ თითოეულ ვარიანტს და ყურადღებას გავამახვილებთ როგორც უპირატესობებზე, ასევე ნაკლოვანებებზე.

თუ თქვენი სააბაზანოს ფართობი დაახლოებით 4მ2-ს შეადგენს, თაბაშირმუყაოს ჭერის გაკეთებას 4 დღემდე დასჭირდება და ამისთვის დაახლოებით 400 ლარამდე ხარჯის გაწევა მოგიწევთ. რაც შეეხება გასაჭიმ ჭერს, ეს ვარიანტი გაცილებით იაფი, ამასთან სწრაფად და მარტივად შესასრულებელია. ამ შემთხვევაში თქვენი ხარჯი დაახლოებით 250 ლარს მიაღწევს, ხოლო სამუშაოს დასრულებას მაქსიმუმ 1 დღე დასჭირდება.

გარდა ფასისა და სისწრაფისა, გასაჭიმი ჭერის უპირატესობას პრაქტიკულობა წარმოადგენს. თუ, მაგალითად, თქვენს სააბაზანოში მეზობლისგან წყალი ჩამოვა, თაბაშირმუყაოს შემთხვევაში, შესაძლოა თავად მასალა არ დაზიანდეს, მაგრამ გაფუჭდება საღებავი და მთლიანი ჭერის შეღებვა თავიდან მოგიწევთ. გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში კი ასეთი პრობლემა არ შეგექმნებათ, რადგან ის დიდი რაოდენობით წყლის ზეწოლას უძლებს და მისი ჩამოცლა მარტივად არის შესაძლებელი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გასაჭიმი ჭერის ამ უპირატესობებისა, ბევრი დამკვეთი (და დიზაინერიც) თაბაშირმუყაოს ჭერს ირჩევს, მიზეზად კი მის დახვეწილ ვიზუალს ასახელებს. ხშირად გასაჭიმ ჭერს მისი პრიალა ზედაპირის გამო იწუნებენ, თუმცა თუ ეს დეტალი გაწუხებთ, გახსოვდე, რომ არსებობს მისი მქრქალი ვარიანტიც, რომლის გარჩევა თაბაშირმუყაოს ჭერისგან საკმაოდ რთულია.

ჭავჭავაძეზე ავეჯის შოურუმ „ინტერიორისმოს“ ახალი ფილიალი გაიხსნა

The Carpenter’s Arms — სივრცე, რომელიც პაბს და დიზაინის სტუდიას აერთიანებს