in

როგორ გავაფორმოთ სასტუმრო ოთახი მუქ ფერებში? — 5 მთავარი წესი

მუქი ფერებით გაფორმებული სივრცე შეიძლება შესანიშნავადაც გამოიყურებოდეს, თუმცა, ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გათვალისწინება, რათა ინტერიერი სრულყოფილი იყოს.

1

ფანჯრები დასავლეთის მხარეს – ეს იდეალური პირობაა მისაღები ოთახის მუქი ფერებით გასაფორმებლად. თუმცა, თუ თქვენს მისაღებს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, ისიც ჩრდილოეთით, ჯობია, ღია ფერთა პალიტრა გამოიყენოთ.

2

კედლების შავად შეღებვა რეკომენდებული არ არის, თუ არ გინდათ, თქვენი ინტერიერი პირქუშად გამოიყურებოდეს. გაცილებით საინტერესოა მუქი ლურჯი, მწვანე და ღვინისფერი ტონები. მაგალითად, კაპაროლის კატალოგიდან ჩვენთვის შავის იდეალურ ალტერნატივას “Blu 25” ელფერი წარმოადგენს.

3

ერთი ფერის კედლები და ჭერი ოთახს გაცილებით მყუდროს გახდის და სივრცის ვიზუალურ საზღვრებსაც „გააქრობს“. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სასურველია, ჭერის სიმაღლე სამ მეტრზე ნაკლები არ იყოს.

შენიშვნა: თუ ჭერი მუქია, უმჯობესია, იატაკის საფარი ღია ფერის იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერი პირქუშ იერს მიიღებს.

4

მუქ ფერთა პალიტრასთან მუშაობისას მთავარია, დაიცვათ ბალანსი. ასეთ ინტერიერს ღია ფერის ავეჯი და ფარდები განსაკუთრებულად უხდება. ავეჯის ფერის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ კედლების ტონს. მაგალითად, მუქი ლურჯი კედლების შემთხვევაში, სასურველია, ავეჯისთვის ღია ცისფერი შალითა გამოიყენოთ.

5

დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ოთახში ნუ გამოიყენებთ სამზე მეტ ფერს, რათა ინტერიერი ზედმეტად ჭრელი არ გამოვიდეს. ამის ნაცვლად, შემოიტანეთ სხვადასხვა ელფერი და ტექსტურა, მქრქალი და პრიალა ზედაპირები: ქვა, ლითონი, მინა, ხე და სხვადასხვა ქსოვილი. გახსოვდეთ, რაც უფრო მრავალფეროვან მასალას გამოიყენებთ, მით უფრო საინტერესო შედეგს მიიღებთ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

5 ნივთი, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ ბაღისთვის ამ გაზაფხულზე – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები

Casa Cavero — სახლი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ადგილის ისტორიას