in

29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი საზეიმოდ გაიხსნება

გაბილდი“ ქართულ ბაზარზე შიდა და გარე კარების დიდი არჩევანით, განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის საკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წელს კომპანიას ერთგული მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლე აქვს – 29 აპრილს ბათუმში, პუშკინის 37 ნომერში, საზეიმოდ გაიხსნება „გაბილდის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ფილიალი. ეს იქნება პრემიუმ-კლასის შოურუმი, სადაც მყიდველს უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის ნაწარმი, მოდერნისტული და დამალული კარები, ე. წ. SmartLocker-ის დიდი არჩევანი დახვდება. მოდელები დაგეხმარებათ, სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო და მყუდრო გარემო შექმნათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 29 აპრილს ახალ ფილიალში მისული სტუმრები „გაბილდის“ სრულ ასორტიმენტზე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შოურუმის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას კი პროდუქციის დათვალიერებასთან ერთად, გემრიელი კერძების დაგემოვნებაც შეეძლება.

გაბილდი” 2018 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს გამორჩეული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ნაწარმს. შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ისეთი კომპანიების პროდუქცია, როგორებიცაა: „Porte Vista“, „Torex“-ი, „Dimak“-ი, „Mініcтeрcтвo двeрeй“, „Steel Line“-ი, „Vladveri“, „EstetDoors“-ი, “Profil Doors”-ი.

კომპანიის მიზანია, ნებისმიერ მსურველს შესთავაზოს მოდური, განსხვავებული კარები, რომლებიც, გარდა ვიზუალური მიმზიდველობისა, ხარისხითაც გამოირჩევა. გაბილდის“ შოურუმში შეხვდებით როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის განკუთვნილ, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ (რკინა, MDF-ი, ეკოშპონი, შპონი, ხე), გასაგორებელ და დამალულ კარებს. აქ დაგხვდებათ საკეტების ფართო არჩევანიც, რათა მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გარემო შექმნათ.

გაბილდი“, ექსკლუზიურ პროდუქციასთან ერთად, მომსახურების მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა. შოურუმი ყოველთვის განახლებულ, დიზაინის  მსოფლიო ტენდენციების მიხედვით შექმნილ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს. პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ როგორც კომპანიის შოურუმში, ასევე, დისტანციურად, ონლაინმაღაზიის საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გაბილდი“ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, მუდმივად ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ნერგავს.

შეგახსენებთ, 29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ ახალი შოურუმი საზეიმო ატმოსფეროთი, საინტერესო შეთავაზებებითა და გამორჩეული კოლექციით გიმასპინძლებთ.

თბილისში „გაბილდის“ პროდუქციის შეძენა კი ვ. ბაგრატიონის N5-სა და ა. წერეთლის N115ა-ში შეგიძლიათ.

მრავალფეროვანი კულტურით შთაგონებული სასტუმრო „Bazzar“-ის ინტერიერი – ნინო ნოზაძისა და ეკა ჩიჩუას ნამუშევარი

Miele, Liebherr – პრემიუმ-კლასის ტექნიკის შოურუმი საქართველოში