დღესდრეობით ხის სახლების აგების ბევრი ტექნოლოგია არსებობს. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან თანამედროვე უახლეს ტექნოლოგიებს შეიცავს და პრემიუმ კლასის თანამედროვე შენობის აშენების საშუალებას იძლევა. ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგია, რომელიც სრულყოფილი საცხოვრებლის აშენების საშუალებას იძლევა – ფინურია. ასეთი სახლები საიმედო, მყარი, ეკოლოგიური და ესთეტიურად ლამაზია.
ფინური სახლების აგების ტექოლოგია საკმაოდ დიდი ხანია, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50 – იანი წლებიდან არსებობს. სწორედ მაშინ აშენდა პირველი ამდაგვარი კონსტრუქცია, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა როგორც “ფინური”. უკვე მაშინ ტექნოლოგია ხის სახლის აშენების პროცესების სრულ ავტომატიზაციას ითვალისწინებდა.
ტრადიციულ ფინურ ხის სახლს განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნია. ესენია:
- მის კონსტრუქციაში ორი სართულის არსებობა;
- ორქანობიანი სახურავი;
- რამდენიმე ვესტიბიული, რაც განსაკუთრებით განასხვავებს მას სხვა სახლებისგან;
- ღია ტერასა.
ამჟამად ფინური ხის სახლის აგების ბევრი საშუალებაა. ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და უკვე ნებისმიერი კონსტრუქციის აშენებაა შესაძლებელი. რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ამდაგვარი თანამედროვე ნაგებობისთვის არის ის, რომ მათ ამზადებენ შეწებებული ხის დაფებისგან (ბრუსებისგან).
ფინური სახლების ტექნიკური მახასიათებლები:
სიმსუბუქე. ნებისმიერი ხის ნაგებობა ფლობს ამ თვისებას, მაგრამ ფინური ტექნოლოგიით შესრულებული ნაგებობა განსაკუთრებით. ის იმდენად მსუბუქია, რომ მასიური ფუნდამენტის ჩასხმასაც არ საჭიროებს. ეს მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ რესურსებს.
აგების სისწრაფე. ასეთი ნაგებობები ხასიათდება აგების მაღალი ტემპით. თუ ნებისმიერი აგურის სახლი რამდენიმე თვეს საჭიროებს ასაშენებლად, ფინურისთვის რამდენიმე კვირაა საკმარისი. მშენებლობის ტექნოლოგია დაფუძნებულია აწყობის სიმარტივეზე. ამის გარდა, ფინური სახლის აგება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს.
მოპირკეთების სიმარტივე. ფინური სახლის აგების ტექნოლოგია ითვალისწინებს იდეალური კედლებისა და სწორი შეერთებების კონსტრუქციების შექმნას, რაც დეკორატიული მოპირკეთების ადვილად და სწრაფად გაკეთების საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი ზედაპირების დამატებითი დამუშვება, რასაც ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. ამიტომაც აგების შემდეგ მოპირკეთების დაწყება მაშინვეა შესაძლებელი.
თბოიზოლაცია. ფინური სახლი მაღალი დონის თბოიზოლაციით გამოირჩევა. მას სითბოს შენარჩუნება ყინვიან ამინდებშიც კი შეუძლია, ხოლო ზაფხულში უზრუნველყოფს სიგრილესა და სახლში სუფთა ატმოსფეროს. ეს იმით მიიღწევა, რომ შეწებებული ბრუსი თავისთავად ცუდი თბოგამტარია. გარდა ამისა კედლები, ჭერი და იატაკი დამატებით ექვემდებარება სპეციალურ დათბუნებას, რაც მთლიან თბოიზოლაციას უზრუნველყოფს.
ხმის იზოლაცია. ეს კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც დადებითად განასხვავებს სახლს, რომელიც ფინური ტექნოლოგიითაა აგებული. შეწებებული ბრუსის თვისება სხვადასხვა ხმის შთანთქვაა. ის ასევე დამატებით ექვემდებარება ხმის საიზოლაციო მასალებით მოპირკეთებას, მაგალითად მინერალური ბამბითა და ბოჭკოვანი თაბაშირით.
საქართველოში ხის სახლები არავის უკვირს, თუმცა ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ მნიშვნელოვნად დააწინაურა ეს მიმდინარეობა. შედარებით იაფი მუშა-ხელი და ნედლეულის ბაზა ზოგიერთ ქართულ კომპანიას თავისი ნაწარმის ექსპორტზე გატანის საშუალებასაც კი აძლევს. მაგალითისთვის Kohi.ge ამ კუთხით საკმაოდ დაწინაურენულია და „ეკონომ“ და „პრემიუმ“ პაკეტების მრავალფეროვნებას გვთავაზობს. ასეთი სახლები ქალაგგარეთ და აგარაკისთვის ნამდვილი მისწრებაა.