ესპანური შოურუმი „ინტერიორისმო“ ქართველ მომხმარებელს ავეჯის, განათებისა და სახლის დეკორის გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს.
წელს მას თავისი ერთგული მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვს: 25 აპრილს ჭავჭავაძის 19 ნომერში კომპანიის ახალი შოურუმი გაიხსნა. ამიერიდან ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების მოყვარულებს, ფარნავაზ მეფის N51-ში მდებარე ფილიალის გარდა, ახალ მისამართზეც შეეძლებათ დახვეწილი, ხარისხიანი პროდუქციის შეძენა, სადაც საოცრად მიმზიდველი ესპანური ნაწარმია წარმოდგენილი.
ოთხი მეგობრის მიერ დაფუძნებული ავეჯის შოურუმი მომხმარებელს განსაკუთრებული სტილისა და დიზაინის მოდელებით ანებივრებს, რომლებშიც ესპანური ესთეტიკა და გამორჩეული ხედვა იგრძნობა.
ბრენდის შექმნის იდეა სოფო კალანდარიშვილს მაშინ გაუჩნდა, როდესაც მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად. მეგობრის იდეას მხარი დაუჭირეს ელენე გუნცაძემ და თამუნა ბაქრაძემაც, რომლებიც მადრიდში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ესპანეთს კარგად იცნობდნენ. მალე მათ ნინო ჯიბლაძეც შეუერთდა და მეგობრების ცხოვრებაში ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო.
თავდაპირველად ბრენდს არაერთი დაბრკოლება შეხვდა – სრულიად ახალი, განსხვავებული ბიზნესის დაწყება მარტივი არ აღმოჩნდა. თუმცა, მეგობრებმა ყველა სირთულე წარმატებით გადალახეს და მომხმარებელთა მოწონებაც მალევე დაიმსახურეს.
„ინტერიორისმოს“ მთავარი მიზანია, ავეჯის, სახლის დეკორისა და აქსესუარების მოყვარულებს იშვიათი, განსხვავებული ნივთები შესთავაზოს, რომელთა დახმარებითაც ინდივიდუალურ, ორიგინალურ სივრცეს შექმნიან. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ინტერიერს სწორედ ასეთი დეტალები და საინტერესო აქცენტები ქმნის.
„ინტერიორისმოს“ კოლექცია მოიცავს ესპანელი დიზაინერების მიერ შექმნილ შიდა და გარე ავეჯს, ხელნაკეთ სანათებს, აქსესუარებს, დეკორისთვის საჭირო ნივთებს, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია და ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.
დამფუძნებლების ამოცანაა, პროდუქტი მომხმარებლისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ, ძვირადღირებულთან ერთად, შოურუმში წარმოდგენილია დაბალი საფასო კატეგორიის ნივთებიც.
„ინტერიორისმოს” სივრცეში მარტივად შეარჩევთ ნებისმიერი სტილისთვის განკუთვნილ ავეჯსა და დიზაინ-ობიექტებს, რადგან სტუმარს აქ კლასიკურ, ტრადიციულ ნივთებთან ერთად, თანამედროვე, მოდური ნაწარმიც დახვდება.
შეგახსენებთ, რომ პროდუქციის შეძენა ფარნავაზ მეფის N51-სა და ახლა უკვე ჭავჭავაძის 19 ნომერში შეგიძლიათ.