in

5 იდეა ფერმის სტილის სამზარეულოს შესაქმნელად

ბევრი ადამიანი ოცნებობს თანამედროვე ფერმის სახლის სტილის სამზარეულოზე ძველმოდური ხიბლით, ხის დეტალებით, ფაიფურის სახელურებით და ა. შ. დღეს შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო იდეას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ფერმის კლასიკურ დიზაინს და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ სტილის სამზარეულოს შექმნისას.

მშვიდი ფერები

შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი, რადგან ისინი ფერმის სამზარეულოსთვის ტიპურ ფერებს წარმოადგენს.

ღია სათავსო

უპირატესობა მიანიჭეთ ღია სათავსოებს, როგორიც არის, მაგალითად, თაროები. ზედა კარადაზე უარის თქმით, სამზარეულო უფრო დიდი და მყუდრო გამოჩნდება. თაროებზე შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ჭურჭელი, პატარა ლარნაკი და სხვა ნივთები განათავსოთ.

ძველი ხვდება ახალს

სივრცეში ცოტა რამ თუ ქმნის ისეთ საუცხოო ეფექტს, როგორც ტრადიციული დიზაინისა და თანამედროვე ტენდენციების გაბედული შერევა. დაამშვენეთ სამზარეულო რამდენიმე, მაგრამ საგულდაგულოდ შერჩეული ნივთებით და ოთახი უფრო მყუდრო გახდება.

კლასიკური დეტალები

იმისათვის, რომ მიაღწიოთ განცდას, თითქოს თქვენი სამზარეულო ყოველთვის იქ იყო, სადაც ახლაა, შესანიშნავი გადაწყვეტაა ისეთი კლასიკური დეტალების შემოტანა, რომლებიც დროს უძლებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაიფურის ნიჟარა და სახელურები, პანელებიანი კედლები და ა. შ.

გამოყავით ადგილი პერსონალური დეტალებისთვის

სახლი უნდა ასახავდეს მასში მცხოვრებ ადამიანს. ფერმის სტილის სამზარეულოს ეფექტის გაძლიერება სწორედ პერსონალური დეტალებით შეგიძლიათ. განათავსეთ თქვენი საყვარელი დეკორაციები თვალსაჩინო ადგილას, სასურველია, ამისთვის ღია თაროები გამოიყენოთ.

დასაკიდი უნიტაზი – რატომ სარგებლობს ის ნაკლები პოპულარობით საქართველოში?

8 ნივთი სახლისთვის, რომელიც „ალდაგისა“ და VELI.store-ის აქციის ფარგლებში უნდა შეიძინოთ