TBC ბანკის ახალი შენობის დიზაინი ერთგვარი გადასვლაა ტრადიციული დახურული და ინტროვერტული სამუშაო სივრციდან (რომელიც საბანკო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში იყო დანერგილი) უფრო მოქნილ, ღია და მრავალფუნქციურ სივრცეში. თიბისის ფორუმის შენობა კულტურულ ჰაბებსაც გვთავაზობს და ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ფინანსური ცოდნის ცენტრისა და ინოვაციური პლატფორმის შექმნით.
პროექტის ავტორი არის საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია UNStudio, რომელიც 1988 წელს ბენ ვან ბერქელმა და ქეროლინ ბოსმა დაარსეს, მათი ოფისები მდებარეობს ამსტერდამში, შანხაიში ჰონგ კონგსა და ფრანკფურტში. მათი დიზაინის ფილოსოფია არის მომავლის არქიტექტურა და ცდილობენ შექმნან ინოვაციური, ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი პროექტები.
როგორც არქიტექტორები აღნიშნავენ, შენობის მდებარეობა ერთ-ერთი მაკარნახებელი აღმოჩნდა ამ კონცეფციისთვის. ლისის ტბის ბუნებრივ გარემოში იგი აერთიანებს სამუშაო სივრცეს, კულტურას და ბუნებას, რომელიც შენობის დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამედროვე დიზაინის მიუხედავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პროექტის ინსპირაცია ისტორიული მაღალმთიანი სოფელი შატილია, სვანური კოშკებისა და ნაღმტყორცნების ბუნებასთან კავშირი.
პროექტი სამი ნაწილიგან შედგება:
TBC HQ თიბისი ბანკის ახალი ოფისი
ინოვაციების ლაბორატორია (ცენტრი კვლევებისა და ახალი იდეების წარმოქმნისთვის)
კულტურის ცენტრი (გალერეები, რსტორნები, ბავშვთა დღის მოვლა და ა.შ)
დიზაინის პროცესში არქიტექტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანების ინტერაქცია და სოციალური მდგრადობა. ბანკის შენობა დაკომპლექტებულია დეპარტამენტებისგან, რომლებიც ერთმანეთს სოციალური ჯაჭვებით უკავშირდება, სადაც კომუნალური პროგრამები იმართება. ეს ნახევრად საზოგადოებრივი სივრცეები ქმნიან დამატებით კავშირებს ბანკში დასაქმებულ ადამიანებს შორის და შენობის ცირკულაციას უფრო მოქნილს და საინტერესოს ხდის. ამგვარად, შენობაში იქმნება სივრცეები, სადაც ადამაინები ერთმანეთს ხვდებიან, ურთიერთობენ და უზიარებენ ცოდნას.