in

რა უნდა ვიცოდეთ შპალერზე – Homeis.ge-ს გიდი

IPS
IPS

ოთახის სიმყუდროვე, დიზაინის ელემენტების ხაზგასმა და ინტერიერის ხასიათი მნიშვნელოვანწილად კედლების ფერსა და მოპირკეთებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, შერჩეული ფერი და ზედაპირი გვსურს რომ დიდხანს დარჩეს ლამაზი და უცვლელი. ამიტომ მნიშვნელოვანია სარემონტო მასალებში ავირჩიოთ პრაქტიკული და გამძლე ვარიანტი. ერთ-ერთი პოპულარული ასეთ მასალებს შორის შპალერია. თუმცა მისი დამსახურებების მაქსიმალური წარმოჩენისათვის ის სწორად უნდა გამოვიყენოთ.

შპალერის სახეობები:

კედლის თანამედროვე საფარების დამზადების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა. უმეტეს შემთხვევაში ეს ორ ან სამ ფენიანი ტილოა, რომლის საფუძველსაც ზემოდან დეკორატიული და დამცავი ფენა ემატება. კედლის დეკორის თვისებები დამოკიდებულია მისი დამზადების ტექნოლოგიაზე და გამოყენებულ მასალებზე.

ქაღალდის შპალერი

მკვრივი, „მსუნთქავი“, ეკოლოგიური. შეუძლია კედლის ზედაპირის  უმნიშვნელო ხარვეზები დაფაროს. ნესტისგან ფუჭდება. არაა მდგრადი და გამძლე.

ტექსტილის შპალერი

ეკოლოგიური, პლასტიკური, ადვილად ეკრობა და იხსნება. ფარავს ზედაპირის უმნიშვნელო ხარვეზებს. შესაძლებელია რამდენიმეჯერ შეღებვა. კარგად ახშობს ბგერას. არ უყვარს ნესტი, მისი რეცხვა არ შეიძლება. მასალა გამჭირვალეა, და კედლის ლაქები მასზე გამოჩდება.

ვინილის შპალერი

ძალიან მტკიცე, ფარავს ნებისმიერ უსწორმასწორობას კედელზე, ნესტგამძლე. მედეგი ულტრაიისფერი შუქის მიმართ, გამძლე. მას ვერ ჩავთვლით ბოლომდე უსაფრთხოდ. გახურებისა და წვის დროს გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

მინაბოჭკოვანი შპალერი

მტკიცე, ნესტგამძლე, არა ტოქსიკური. შეიძლება რეცხვა ჯაგრისით და ქიმიური საშუალებებით, ამიტომაც გამოიყიენება სამზარეულოში, სველ წერტილებში, გამათბობლების უკან და ა.შ. მომსახურების ვადა 30 წლამდე. მისი შეღებვა შეიძლება 12 ჯერ.

შპალერები გამოყენების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან ბევრია დამოკიდებული მასალის შერჩევაზე.

აბაზანაში, სადაც მუდმივად მაღალი ტენიანობაა, ტექსტილის ან ქაღალდის გაკვრა არ შეიძლება. ისინი ძალიან მალე გაფუჭდება, მინაბოჭკოვანი შპალერი კი პირიიქით დიდხანს გაძლებს ამ გარემოში. შესაძლებელია ვინილის შპალერის ზოგიერთი სახეობის გამოყენებაც, თუმცა უმჯობესია სველი წერტილების ფილებით ან მსგავსი მასალებით მოპირკეთება. მიუხედავად შპალერების ნაირსახეობისა, მათ აქვთ საერთო ღირსებებიც და უპირატესობებიც.

შპალერის ძლიერი მხარეები:

1. შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად გაკვრა, განსაკუთრებით ადვილია ტექსტილის შპალერთან მუშაობა რომელიც წებოს წასმას არ საჭიროებს.

2. შპალერებში სხვადასხვა ფაქტურებისა და ფერების დიდი არჩევანია.

3. ვინილის შპალერის შემთხვევაში კედლის ზედაპირის მნიშვნელოვანი ხინჯების დაფარვის შესაძლებლობაა.

4. შესახებად სასიამოვნო რელიეფი და რბილი ზედაპირი.

5. მინაბოჭკოვანი შპალერის ზედაპირი შეიძლება საფუძვლიანად გაირეცხოს.

შპალერის სუსტი მხარეები:

1. დეკორის ზოგიერთი ნაირსახეობის მოხსნის სირთულე.

2. შპალერების უმეტესობა სუსტია ფიზიკური დაზიანებებისადმი, ნესტისადმი.

3. სრულყოფილად მხოლოდ მინაბოჭკოვანი შპალერის გარეცხვაა შესაძლებელი.

4. დაზიანებული ზედაპირის გამოსწორება საკმაოდ რთულია. ჩაკერებული ადგილის შეუმჩნევლად გაკეთება თითქმის შეუძლებელი.

TBC ბანკის სათაო ოფისის ახალი შენობა ლისზე

ბინა ლისი ვერანდაზე – Forms Studio