მისაღები ოთახი არის სივრცე, რომელშიც ჩვენ დიდ დროს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, მისი სწორად გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია. მისაღების მოწყობაში მრავალი ელემენტია ჩართული, ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აქ დღის სხვადასხვა მონაკვეთს ვატარებთ, ამიტომ ეს სივრცე ჩამოფარებული ფარდებისა და ანთებული სანთლების ფონზეც ისევე კარგად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დილით. მისაღები ოთახის მოწყობისას უნდა დაიწყოთ თავად სივრცით და განსაზღვროთ, თუ სად შეიძლება განთავსდეს დიდი ავეჯი, მაგალითად, დივანი, სავარძელი და წიგნების თარო. მას შემდეგ, რაც ამას განსაზღვრავთ, გაითვალისწინეთ ოთახის განათება — ეს ფერების შერჩევაში დაგეხმარებათ. თუ შთაგონება გჭირდებათ, თქვენთვის შევკრიბეთ საუკეთესო იდეები, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზეა გამოსახული.