in

ხელოვნების შედევრებით გაწყობილი ნიუ-იორკის ბინა

Banner M2
Banner M2

ჯეფ კუნსი და ანიშ კაპური, დიეგო ჯაკომეტი და მაურიციო კატელანი – ამ ბინის ყოველი ოთახი ხელოვნების ნიმუშებითა და პირველხარისხოვანი რარიტეტული დიზაინითაა სავსე. ღირსეული ჩარჩო ამ ბრილიანტისთვის დეკორატორ ალექსის პაპაკრისტიდისმა შექმნა.

სასტუმრო ოთახი. კედელზე რიჩარდ პრინსისა და ჯონ კერრენის ნამუშევრები. პატარა მაგიდა კერამიკული საფუძვლით (მარჯვნივ), ივ კაპლანის დიზაინი, ჯერალდ ბლანდი. ვინტაჟური მაგიდა და სკამები, ბერნდ ჯოკლერი (Bernd Goeckler).

ცნობილი ანდაზა: “კაცი თუ არა გყავს კერას გამოელაპარაკეო“ ამ ნიუ იორკის ახალ ბინაში ახლებურად ჟღერს. ეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციის დამსახურებაა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მასპინძლების მიერ გროვდებოდა. კედლებზე გამოფენილი ცნობილი მხატვრების შედევრების რაოდენობისგან თვალები გიჭრელდება. აქაა ელიზაბეტ პეიტონის შვიდი ნამუშევარი, ექვსი – რუდოლფ სტინგელის, მაურიციო კატელანის ოთხი სკულპტურა, ჯონ კარენის სამი ნახატი. საბოლოოდ ამ შედევრს დეკორატორ ალექს პაპაკრისტიდისის (Alex Papachristidis) შემოქმედება აგვირგვინებს, რომელმაც ინტერიერის შექმნა ითავა.

სასტუმრო ოთახი. 1960-იანი წლების სავარძლები, “John Salibello”, ქსოვილის სარჩული, “Manuel Canovas”. დივანები შესრულებულია შეკვეთით, სარჩული “Holland & Sherry”. პატარა მაგიდა (წინა პლანზე), კარლ შპინგერის დიზაინი, “Mantiques Modern”. ფოლადის სკამები და კუბის სვეტი, მარია პარგეის დიზაინი. სამაგიდე სანათები, “Andrea Koeppel Lighting”. ფარდები, “Manuel Canovas”. კედელზე – მხატვრების რიჩარდ პრინსის, რუდოლფ სტინგელის, ჯორჯ კონდოსა და ელისაბედ პეიტონის ნამუშევრები.

ზემო ისთ საიდის ბინადარნი, პაპაკრისტიდისი და მისი შემკვეთი, ახალგაზრდობის წლების ახლო მეგობრები არიან. „ჩვენ 1970-იანი წლების შვილები, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ, – ყვება დიასახლისი, – სხვათაშორის ძალიან ვამაყობ, რომ ალექსს დეკორატორის პროფესიის არჩევა ვურჩიე. ჯერ კიდევ მაშინ თვალნათელი იყო, რომ ეს მისი მოწოდებაა. ახლა, როცა ჩემს ქმართან ერთად ვმსჯელობთ, დახმარებისათვის რომელი სპეციალისტს უნდა მივმართოთ,  ჩვენს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ არსებობს!“ მანჰეტენის რაიონი, სადაც სახლი მდებარეობს, დიზაინერისთვის კარგად არის ცნობილი. სტუდენტურ წლებში მას არაერთხელ გაუტარებია დრო აქაურ ბარებსა და კაფეებში. „მე აქ ვცხოვრობ მას შემდეგ, რაც 20 წელი შემისრულდა,- ამატებს დიასახლისი.-მახსოვს, მე და ალექსი ხშირად ვხვდებოდით, შევდიოდით “Dorrian’s Red Hand”-ში ან “Jackson Hole” – დან ბურგერებს ვიღებდით. საერთოდ, ბინის კეთება კარგ და ნიჭიერ ბავშვობის მეგობართან ერთად, უნდა ვაღიარო, რომ დიდი გამართლება და სიამოვნებაა“.

შემოსასვლელი. კონსოლები, რობერტო ჯულიო რიდის დიზაინი. სანათები, “Démiurge”. კედელზე — კრისტოფერ ვულის ნაშრომები. მარკ გროტანის სკულპტურა.

ბოლო რემონტი ამ კედლებში 1980 წლებში ჩატარდა. მაშინ პროექტი მარკ ხემპტონმა დაამუშავა. „ამჯერად მე მესმოდა, რომ ჩვენ მასშტაბური ცვლილებებისათვის მოვმწიფდით. ბინის რენოვაცია თავიდან არქიტექტორმა რობერტს მორისმა დაიწყო. გვინდოდა კლასიკიდან თანამედროვე სტილისკენ გვემოძრავა. ძველი განლაგებისგან მხოლოდ დიეგო ჯაკონეტის მაგიდა დავტოვეთ, ვინაიდან ის მშვენიერია. დაგვეთანხმეთ, არამგონია ვინმემ ამის გამო განგვიკითხოს!“-იცინის დიასახლისი.

სამზარეულო. კედლები შეღებილია „Cumulus Cloud, Benjamin Moore“ – ის ელფერში. Paul M. „Jones Furniture“ – ის მაგიდები; ვინტაჟური სკამები, პიტერ ხვიდტის დიზაინი, Larsen-ის სარჩული. „Liz O’Brien“-ის ჭაღი; „Holland & Sherry“ – ის ფარდები;  ბუხრის თაროზე – „Puppy“ -ის ვაზები, ჯეფ კუნსის დიზაინი; ბუხრის თავზე კედლის ცენტრში – ანიშ კაპურის ნაშრომი „Purple Mirror“; გვერდებზე – რუდოლფ სტინგელის ტილოები.

სამზარეულო. კუნძული გაკეთებულია შეკვეთით, მაგიდის ზედაპირი გლუვი უჟანგავი ფოლადი; „Knoll“ -ის მაგიდა და სკამები; „Remains Lighting“ – ის  ჭერის სანათები, ტონი დუკეტის დიზაინი; „Paris Ceramics“ – ის იატაკის ფილა.

სახლის კოლექციის ავეჯის საფუძველი მამასახლისის ახალგაზრდობის შენაძენებია. მათ შორის ჟან პრუვესა და შარლოტა პერრიანის დიზაინის საკულტო ობიექტები. „ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაერთხელ მინახავს ეს ნივთები სხვადასხვა ინტერიერში. ყოველთვის სასიამოვნო იყო ნაცნობი ნივთებისთვის სხვა კუთხიდან შეხედვა თანამედროვე გარემოში, – ამბობს ის. – მაგალითად, გაბრიელა კრესპის „Z“ მაგიდამ ბიბლიოთეკაში, ვფიქრობ, რომ  მთელი ოთახი კარდინალურად შეცვალა, ისევე როგორც პერგეის და იკილის სკამებმა საძინებელში“.

ბიბლიოთეკა. ვინტაჟური სავარძელი, უორდ ბენეტის დიზაინი, „Rubelli“ -ის სარჩული. დივანი გაკეთებულია შეკვეთით, „Larsen“-ის სარჩული. პატარა მაგიდა, „Brian Thoreen Furniture“; სკამი, კლოდ ლალანის დიზაინი, „Paul Kasmin Gallery“; ბუხრის თავზე, კედელზე – მაურიციო კატელანის სკულპტურა. ბუხრის თაროზე – ელიზაბეტ პეიტონის ნამუშევრები.

საძინებელი. სკამები, მარია პერგეისა (მარჯვნივ) და ფილიპ იკილის დიზაინი, შეძენილია „Sotheby’s“ – ის აუქციონზე. რებეკა უორენის სკულპტურა. მარცხნივ საწოლის თავთან – რიჩარდ პრინსის ნახატი. ბალიშები „Fortuny“-ის სარჩულით. ფარდები „Holland & Sherry“.

როდესაც ოთახში ხელოვნების ნიმუშები დომინირებს, ბევრი დეკორატორი ნეიტრალურ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ყურადღებას არ მიიპყრობს. პაპაკრისტიდისი სხვა გზით წავიდა. მის მიერ შერჩეული ავეჯი, თავისი გამოხატულების უნარით საერთოდ არ ჩამოუვარდება კედლის ტილოებს. სასტუმრო ოთახის დივანი მან უორდ ბანნეტის სულისკვეთებით შეიმუშავა. ჰოლში, კრისტოფერ ვულის ნახატების გვერდით დგას დაწყვილებული კონსოლები ოპალის ფერადი სარკის ნათელი დეკორით, რომელიც რობერტო ჯულიო რიდის დიზაინითაა შექმნილი. დამკვეთებმა ეს შედევრი „Carlyle“-ის ანტიკვარულ მაღაზიაში აღმოაჩინეს, სადაც ისინი რემონტის დროს ჩერდებოდნენ.

კომოდი, ვინტაჟი, ლიუსენ როლანის დიზაინი, „Gallery Yves Gastou“. კედელზე: რუდოლფ სტინგელის ნამუშევარი, მაურიციო კატელანის სკულპტურა, ინგლისის დედოფალ ჯორჯა კონდოს პორტრეტი.

„დარწმუნებული ვარ, მხოლოდ სტილების შერევით არის შესაძლებელი რაღაც უბერებელის შექმნა“, – ამბობს დიზაინერი. „ მიუხედავად იმისა, რომ 100 პროცენტით უზრუნველყოფილად ვგრძნობდით თავს ხელოვნების ნიმუშებისა და დიზაინის ნაწილში, ალექსთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან შემეცნებითი იყო, – ამბობს დიასახლისი, -მაგალითად, მისი ხელმძღვანელობით მე ახლებურად აღმოვაჩინე ჩემთვის ფრანსუა ქსავიე ლალანი. ჩვენ მასთან ერთად ვიმოგზაურეთ ევროპაში. ვფიქრობ ზუსტად ესეთი ობიექტები გვაკლდა, რომელიც ბალანსირებს ფუნქციონალურობასა და ხელოვნებას შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთდროულად ავეჯიცაა და სკულპტურაც“. მამასახლისი ამატებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთახებში ყოველდღე დადის, შეგრძნებები ჯერ ისევ ისეთი ნათელია, როგორიც გადმოსვლის შემდეგ: “ყოველ ჯერზე, როცა მე ძვირფას დივანზე ვჯდები, ვთხოვ ჩემს მეუღლეს მიჩქმიტოს. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ ასეთ სახლში ვცხოვრობთ“.

წყვილი დასაკეცი სკამი ალუმინისგან, 1960-იანი წლები, ჯონ ვესის დიზაინი. ელიზაბეტ პეიტონის მხატვრობა. მტრედების ფიგურები მაურიციო კატელანის შესრულებით. კედლები შეღებილია „Benjamin Moore“ – ის თეთრი ელფერით.

ბინა ლისი ვერანდაზე – Forms Studio

7 ხერხი სახლში განწყობის ასამაღლებლად