in

სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 25 მაისს ახალი სერია, „პრესტიჟი“ და მისი პირველი პროექტი, „პრესტიჟი კოსტავაზე“, წარადგინა

„მწვანე“ კონცეფციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი” და „მწვანე ალმასი“ ააგო, „პრესტიჟი“ კომპანიის კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულებაა, რომელიც ქალაქის ცენტრში ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს მოიცავს.

სერია „პრესტიჟის“ ფარგლებში განხორციელებული ყველა სამომავლო პროექტი განთავსებული იქნება ქალაქის ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, რაც უზრუნველყოფს უძრავი ქონების მაღალ ფასსა და მარტივ წვდომას დედაქალაქის მნიშვნელოვან ადგილებთან.

ის ფაქტი, რომ „პრესტიჟის“ სერიის პროექტები ქალაქის ცენტრალურ მისამართებზე განლაგდება და მაღალი არქიტექტურული გემოვნებით იქნება გამორჩეული, პრესტიჟს შემატებს არა მხოლოდ მათ მფლობელს, არამედ ქალაქის იერსახესაც.

რაც შეეხება სერიის პირველ პროექტს, „პრესტიჟი კოსტავაზე“ მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის მიერ შექმნილი ე.წ. “საქ-ნავთობის” ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია/რეკონსტრუქციას მოიცავს, მისთვის არქიტექტურული იდენტურობის შენარჩუნების გზით.

თავისი უცხოელი მომხმარებლებისთვის კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საინფორმაციო-სარეკლამო რგოლიც მოამზადა ინგლისურ ენაზე, რომელიც პროდიუსერმა ლაშა ჭიტაძემ, სააგენტო Pinball-თან და პროდაქშენ  კომპანია Nelson-თან ერთად გადაიღო.

„საქ-ნავთობის“ შენობა დედაქალაქში 1947 წელს აშენდა.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენობა თანამედროვე დიზაინით დააპროექტა მიხეილ ნეპრინცევმა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული არქიტექტურის ისტორიაში.

ამ არქიტექტორის სახელს თბილისსა და სრულიად საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი შენობის ისტორია უკავშირდება. მაგალითად,  ყოფილი კავკასიის მუზეუმი თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ეს ნაგებობები ნეპრინცევის იმ ნამუშევრებს შორისაა, რომლებიც დღემდე იმავე სიდიადით აგრძელებს არსებობას.

რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, რომლის მშენებლობა 1937 წელს დაიწყო. და განათლების სფეროს მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პირველი კორპუსი.

რუსთავის სახელმწიფო თეატრის გრანდიოზული და მონუმენტური შენობა, რომელიც ოსტატი არქიტექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია. თეატრის მშენებლობა 1950-იან წლებში დასრულდა და დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ ე.წ. „საქ-ნავთობის“ ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია (პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება), მისთვის არქიტექტურული იდენტურობის შენარჩუნებით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

იმ პერიოდის გამორჩეული არქიტექტურის დღევანდელ ელიტურ საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნის ამაღელვებელი მოლოდინი, ისტორიისა და ცხოვრების იმ მომენტიდან გაგრძელების ტოლფასია, როდესაც შენობამ რაღაც დროით არსებობა შეწყვიტა. რესტავრაციის გეგმის მიხედვით, მომხმარებლებს კომპლექსში შესვლისას დახვდებათ შთამბეჭდავი მაღალჭერიანი ჰოლი ელეგანტური და საკმაოდ ფართო ლობით, მისაღებითა და ისტორიულ შენობას მორგებული თანამედროვე და კომფორტული ლიფტით.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ ამ ისტორიული შენობის ჰოლით იქნება შესაძლებელი და ის საერთო იქნება ყველა მფლობელისათვის. ასე, რომ ისტორიის მთელი ბრწყინვალებით შემკული თქვენი ზღაპრული მოგზაურობა სწორედ აქ იწყება.

ისტორიულ  შენობაში (ბლოკი A)  განთავსებული იქნება მხოლოდ 17 ექსკლუზიური, მაღალჭერიანი აპარტამენტი, რომელთა ფართობი 120-202 კვ.მ.-ია. აპარტამენტებში მოხვედრა კი თანამედროვე ლიფტით იქნება შესაძლებელი.

ისტორიულ შენობაში წარმოდგენილი აპარტამენტები მომხმარებლებს ჩაბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რათა მფლობელმა თავისი გემოვნებითა და კომფორტის მოთხოვნების გათვალისწინებით თავად შექმნას საკუთარი ბინის დიზაინი.

ისტორიული შენობის მომიჯნავედ იმავე ესთეტიკაში შესრულებული ახალი ბლოკი (ბლოკი B) ემატება. შენობის საცხოვრებელ კომპლექსად გარდაქმნის პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული იმ ეპოქის სული, ატმოსფერო და ესთეტიკა, რომელშიც მოცემული ისტორიული შენობა შეიქმნა.

ბ ბლოკში შედარებით მცირე კვადრატულობის მქონე 51 ერთსაძინებლიანი,  ორსაძინებლიანი და სამსაძინებლიანი ბინები იქნება წარმოდგენილი. ბ ბლოკის დაპროექტებისას გათვალისწინებულია ისტორიული შენობის არქიტექტურა და ისტორიული ტექსტურა, რათა არ დაირღვეს კომპლექსის მთლიანობა და მისი ერთიანი აღქმა.

ბ ბლოკის მაცხოვრებლებს ექნებათ სრული წვდომა ა ბლოკის მომხიბვლელი და ისტორიული შენობის ჰოლთან და მისაღებთან.  ბ ბლოკის ბინები ისტორიული შენობის აპარტამენტებისგან განსხვავებით, სრული რემონტით ბარდება მომხმარებლებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს, „პრესტიჟი კოსტავაზე“,  „მაქრო ქონსთრაქშენის”  გამოცდილი და სანდო გუნდი განახორციელებს. კომპანია თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ  დედაქალაქს დაუბრუნოს განახლებული ისტორიული შენობა მთელი თავისი სიდიადით.

“საქ-ნავთობის” ისტორიული შენობის რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას უნიკალურ საცხოვრებელ სივრცედ “მაქრო ქონსთრაქშენი”, კომპანია “კენ ქონსთრაქშენთან” თანამშრომლობით განახორციელებს. ისტორიული შენობის პროექტზე კი არქიტექტორმა ზურაბ ბოკუჩავამ იმუშავა.

[R]

10 ადგილი თბილისში, სადაც ჰამაკს შეიძენთ

როგორ მოვაწყოთ საბავშვო სივრცის ინტერიერი – ანუკი კუსრაშვილის რჩევები