პრემიუმ-კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა არის მაღალი ხარისხის, უნაკლოდ მომუშავე, ერგონომიკისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია. ესაა ძვირადღირებული, საიმედო ნაწარმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოგემსახურებათ. სასურველია, მის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ.
სტატისტიკისა და საცალო მოვაჭრეების გამოკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას მყიდველები ყურადღებას აქცევენ შემდეგ მაჩვენებლებს:
- პროდუქტის ფასი – გამოკითხულთა 80% ამ პუნქტს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
- ტექნიკური მახასიათებლები – გამოკითხულთა 65% ყურადღებას აქცევს მოწყობილობების მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა მოდელის ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა.
- მწარმოებელი კომპანია – გამოკითხულთა 33%-ისთვის მნიშვნელოვანია ბრენდი.
- ინტერნეტმიმოხილვები – გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ასეთი მიმოხილვები ობიექტურია და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას სანდო დამხმარეა.
- დიზაინი – საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვიზუალური მხარე გამოკითხულთა 13%-ისთვისაა მნიშვნელოვანი.
საიმედო საყოფაცხოვრებო ტექნიკის არჩევის კრიტერიუმებს შორის შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ფაქტორი:
- წარმოების ხარისხი. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემადგენელი ელემენტები იმგვარად უნდა იყოს დამაგრებული და დამუშავებული, რომ მათ შორის სიცარიელე არ იყოს. წარმოების ხარისხი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ რეალურად და არა ონლაინმაღაზიებში წარმოდგენილი ნიმუშების საშუალებით. როგორც წესი, დაბალფასიან მოდელებს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა ხარვეზები.
- მასალის ხარისხი. იაფფასიანი პლასტმასისგან ან, უჟანგავი ფოლადის ნაცვლად, ემალირებული ფოლადისგან დამზადებული ტექნიკა, ჩვეულებრივ, ნაკლებად საიმედოა.
- მწარმოებელი კომპანია. მსხვილი ბრენდები, რომლებიც ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობენ, წარმოების ხარისხს მკაცრად აკონტროლებენ. ამასთანავე, ცნობილი ბრენდების პროდუქციის შესახებ ინტერნეტში გაცილებით მეტ მიმოხილვას შეხვდებით, რაც სასურველი მოდელის შერჩევას ამარტივებს.
პრემიუმ-კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევის თავისებურებები
ასეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას წვრილმანები არ არსებობს, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. შეძენილი პროდუქტი ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს უნდა უზრუნველყოფდეს. ასეთ შემთხვევაში, მისი გამოყენება სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მაგალითად, პრემიუმ-კლასის მაცივარი, ჩვეულებრივი მოდელებისგან განსხვავებით, უნდა იყოს უხმო, მრავალი რეჟიმით აღჭურვილი. იგი უნდა უზრუნველყოფდეს საკვების გრძელვადიან შენახვას გემოსა და არომატის დაკარგვის გარეშე. ასევე, უნდა ჰქონდეს ყინულის დასამზადებელი განყოფილება, რომელსაც წყალი მუდმივად, ფილტრის გავლით, მიეწოდება. გარდა ამისა, ბევრ თანამედროვე მაცივარს აქვს Wi-Fi მოდულიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოწყობილობა, სმარტფონის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად მართოთ. ასეთი მოდელები ძვირია, თუმცა, გაცილებით მეტ კომფორტს გთავაზობთ.
პრემიუმ-კლასის ღუმელს გათბობის 15-ზე მეტი რეჟიმი, რამდენიმე ათეული ავტომატური პროგრამა, ტაიმერი და ტემპერატურის ზონდი აქვს. ამასთან, ბევრი მოდელი აღჭურვილია Wi-Fi მოდულით და წამებში თბება. ასეთი ღუმელის გამოყენებით შეგიძლიათ მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ და საყვარელი ადამიანები ახალი კულინარიული შედევრებით გააოცოთ. რაც მთავარია, მზადების პროცესი მინიმალურ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.
პრემიუმ-კლასის სარეცხი მანქანა რეცხვის 10-ზე მეტი პროგრამითა და მრავალი დამატებითი რეჟიმითაა აღჭურვილი. ასეთი ტექნიკა ენერგოეფექტური და ჩუმია. სხვა ტიპის ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსგავსად, მაღალი ხარისხის სარეცხ მანქანებსაც შეიძლება ჰქონდეს Wi-Fi მოდული.
პრემიუმ-კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთგვარი რევოლუციაა სახლის ყოველდღიურ რუტინაში — ის საგრძნობლად ზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. ამ ტიპის ტექნიკის შექმნისას მომხმარებლის საჭიროებები იმდენად სრულყოფილადაა გათვალისწინებული, რომ ისღა დაგრჩენიათ, უბრალოდ, რამდენიმე ღილაკს დააჭიროთ და შედეგით დატკბეთ.
რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”