სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად პატარა სამზარეულოში არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი: შექმენით საჭირო რაოდენობისა სათავსო ზონები. სწორედ ამ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით ახორციელებენ მსოფლიო დიზაინერები საკუთარ მრავალფეროვან პროექტებს. სპეციალისტების თანახმად, ყველაზე პატარა ზომის სამზარეულოც კი შეიძლება გაფორმდეს სასურველ სტილში მას შემდეგ, რაც სათავსოები სწორად იქნება დაგეგმარებული. ამაში დასარწმუნებლად ჩვენ სხვადასხვა დიზაინერის მიერ განხორციელებული პროექტები შევკრიბეთ და სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ მაგალითებს.