2010 წელს წყვილმა შვედეთის ქალაქგარეთ ეს ძველი ფერმა შეიძინა. წლების განმავლობაში მათ საგულდაგულოდ განაახლეს სახლი ჰარმონიული ტონების, ყვავილების გამოსახულებიანი შპალერის, თანამედროვე და ვინტაჟური ავეჯის კომბინაციის გამოყენებით.
183მ2-ის ფართობის მქონე საოჯახო სახლს აქვს ლამაზი, განათებული ოთახები და უმშვენიერესი ბაღი, რომელიც ყვავილებით არის სავსე.
სამზარეულო სახლის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ეს გრანდიოზული ღია დაგეგმარების სივრცე მწვანე კარადებით, სასადილო მაგიდით და ერკერში გამოყოფილი დასაჯდომი სივრცით, მშვენიერი ადგილია დროის გასატარებლად. ბევრი ფანჯარა ოთახს უხვი ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს. სამზარეულოში გაფართოებული სივრცე მშვენიერ მოსასვენებელ ზონას ქმნის. ოთახი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სასადილო ფართიც დაიტიოს.
სამზარეულოს გვერდით არის პატარა ოთახი, რომელიც შესანიშნავი სახლის ოფისი იქნებოდა.
მისაღები ოთახი მწვანისა და ნაცრისფრის მდუმარე ფერთა პალიტრაშია გაფორმებული.
პირველ სართულზე განთავსებულია მეორე მისაღები ოთახი დიდი აივნით.
მთავარი საძინებელი მშვიდ ნაცრისფერ ელფერშია გაფორმებული. კედლის პანელი გამოიყენება, როგორც საწოლის თავი.
სახლის წინ არის ვერანდა გარე სამზარეულოთი და დიდი სასადილო სივრცით.