in

#რაშენდება: „Hilside Estate“-ი საგურამოს მიმდებარედ

Hilside Estate“-ი უმაღლესი კლასის  საცხოვრებელი უბანია, რომელიც თბილისის გარეუბანში, საგურამოსთან ახლოს მდებარეობს.

პროექტის დასახელება – „Hilside Estate

კონცეფცია – „Hilside Estate“-ი თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით დაგეგმარებული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია. მისი საპროექტო ტერიტორია 14 ჰექტარს შეადგენს, რომელზეც მხოლოდ 90 საცხოვრებელ მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი. პროექტის გეგმარება ეფუძნება დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რომელიც სრულად შეესაბამება ბუნებრივ ლანდშაფტს. სივრცე შედგება ფართო გზებისა და ტროტუარებისგან, ცენტრალური პარკისა და გამწვანებული ტერიტორიისგან.

პროექტის ადგილმდებარეობა –  საცხოვრებელი კომპლექსი თბილისიდან 25 წუთის სავალზე, საგურამოს ცენტრიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. კომპლექსს სამხრეთიდან თბილისის ეროვნული ტყე-პარკი აკრავს, რომელიც მას საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება, ჩრდილოეთის მხრიდან კი მდინარე თეზამი ესაზღვრება. საცხოვრებელი უბანი, რომლის გაშენება ზღვის დონიდან 800-830 მ. სიმაღლეზე იგეგმება, თავის მაცხოვრებლებს ოთხივე სეზონზე მყუდრო და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

მიწის საერთო ფართი 14 ჰა
ნაკვეთების რაოდენობა 90
ნაკვეთის მინიმალური ფართი 841  მ2
ნაკვეთის მაქსიმალური ფართი 1611 მ2
ინფრასტრუქტურა ·      თითოეულ მიწის ნაკვეთთან მიყვანილი ყველა საჭირო კომუნიკაცია.

·       წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალური სისტემა

·      ენერგოეფექტური გარე განათების ქსელი

·       სარწყავი სისტემა

·       სივრცეების მოვლა-პატრონობა

·       სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის (სსმ)

შეძენის პირობები მიწის ნაკვეთის შესყიდვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია:

1. ლანდშაფტზე მორგებული და საცხოვრებელი უბნის კონცეფციაზე დაფუძნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი

2. ერთიანი იერსახისა და არქიტექტურული სტილის შენარჩუნებისთვის შემუშავებული  სამშენებლო სტანდარტები

3. ინდივიდუალური პროექტის შექმნის შესაძლებლობა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს „Hilside Estate“-ის სამშენებლო სტანდარტები.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტები სახლი  1 – საერთო ფართი: 434 მ2

საცხოვრებელი ფართი: 253 მ2

საზაფხულო ფართი: 181 მ2

სახლი 2 – საერთო ფართი: 425 მ2

საცხოვრებელი ფართი: 284 მ2

საზაფხულო ფართი: 141 მ2

სახლი 3 – საერთო ფართი: 344 მ2

საცხოვრებელი ფართი: 270 მ2

საზაფხულო ფართი: 74 მ2

სახლი 4 – საერთო ფართი: 522 მ2

საცხოვრებელი ფართი: 392 მ2

საზაფხულო ფართი: 130 მ2

სახლი 5 – საერთო ფართი: 402 მ2

საცხოვრებელი ფართი: 272 მ2

საზაფხულო ფართი: 130 მ2

სახლი 6 – საერთო ფართი: 310 მ2

საცხოვრებელი ფართი: 240 მ2

საზაფხულო ფართი: 70 მ2

დასრულებული პროექტის მენეჯმენტი საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობა;

სსმ პირებზე მორგებული გარემო;

დამცავი ღობის განთავსება;

ვიდეოკამერების მონტაჟი.

 

ფასების დიაპაზონი (1 მ2) 65$-80$
პროექტის უნიკალურობა გამორჩეული ეკოსისტემა – 15 000 მ2-ზე მოწყობილია ცენტრალური პარკი, ველობილიკი, სათამაშო მოედნები, ჩოგბურთის კორტი, საფეხბურთო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, დენდროლოგიური პროექტი.

დამატებითი ინფორმაცია “Hilside Estate”-ის შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.hillsideestate.ge

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

6 ეფექტური გზა სტუდიოს ტიპის ბინაში საჭმლის სუნთან საბრძოლველად

ეკლექტური ბინა ვერაზე – ირმა გოგიაშვილის ინტერიერი