in

Pekin House — მინიმალისტური სახლი ახალგაზრდა ოჯახისთვის

Alliance Group
Alliance Group

როგორც TIM Architects-ის დიზაინერი, მე ყოველთვის ვცდილობ შევინარჩუნო დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს სტუდიას ორნამენტების და ნაძერწი ელემენტების არარსებობა, შემინული სივრცეები, ფასადების სიფაქიზე და შიდა სივრცეების გონივრული დაყოფა მათი გამოყენების მიხედვით, მაგალითად, სამზარეულოსა და სოციალურ სივრცის განცალკევება“ — ამბობს არქიტექტორი — ფელიპე არაკამა, რომელიც Casa Pekin-ის პროექტზეა პასუხისმგებელი.

2017 წელს, UBA-სთან (ბუენოს აირესის უნივერსიტეტთან) ჩილეში მოგზაურობის დროს გავეცანი პროექტს — Ocho al Cubo, რომლის ფარგლებშიც დახურულ უბანში რამდენიმე არქიტექტორმა დამკვეთების გარეშე ააშენა სახლები, როგორც არქიტექტურული ლაბორატორია. Pekin House კი მდებარეობს არგენტინაში, უბანში, რომელსაც იმავე არსით ვავითარებთ და ეს სახლი ამ პროცესის ფუნდამენტური ნაწილია“.

პროექტში ჭარბობს მინიმალიზმი როგორც არქიტექტურის, ისე ავეჯის თვალსაზრისით. 150მ2  ფართობის მქონე სახლი გათვლილია ახალგაზრდა ოჯახზე და დაყოფილია სამ ზონად — ორი საძინებელი, მისაღები-სასადილო ოთახისგან გამოყოფილი სამზარეულო და სოციალური სივრცე. ეს უკანასკნელი პროექტის მთავარი გმირია. მას გარს აკრავს მინა, რომელიც შიშველ ბეტონთან საინტერესო ტანდემს ქმნის.

სახლის რაციონალისტური თვისებები მომდინარეობს ასი წლის წინ ჩამოყალიბებული თანამედროვე მოძრაობიდან, რომელიც ხაზს უსვამს ფორმის სიწმინდეს, მისი ელემენტების გეომეტრიას და ისეთი მასალების გამოყენებას, როგორიცაა ბეტონი, ხე და მინა. თუ სახლს წინიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ გვაქვს ორი — შემინული და დაფარული — სივრცე. სახლი ყოველთვის მსუბუქი ჩანს. სენსაცია გაძლიერებულია ისეთი დეტალებით, როგორიცაა საყრდენების არარსებობა გალერეაში. გადმოწეული სახურავი მსუბუქად არის მოთავსებული და უაღრესად ღირებული ჩრდილით უზრუნველყოფს სოციალურ სივრცეს. ამ უკანასკნელსა და სამზარეულოს შორის არსებული გამიჯვნის მიზანია, რომ ორი განსხვავებული ფუნქციის ინტეგრირება თავიდან იქნას აცილებული და თითოეულ სივრცე, ერთმანეთში ჩარევის გარეშე, ყველა საჭირო კომფორტით იყოს უზრუნველყოფილი.

არქიტექტურული ფირმა: TIM ARQUITECTOS

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ შევიძინოთ BIM პროგრამული უზრუნველყოფების ოფიციალური ლიცენზიები საქართველოში? – ინტერვიუ „BIM Solutions Georgia“-ს დირექტორთან

მოძრავი კონდიციონერის დადებითი და უარყოფითი მხარეები