როგორ შეუძლია სწორ აკუსტიკურ გადაწყვეტილებებს გაუადვილოს ადამიანებს შეხვედრები და იდეების გაზიარება?
თანამშრომლობა და კომუნიკაცია აუცილებელი რესურსია ყველა ბიზნესისა და ორგანიზაციისთვის.
ღია გეგმის მქონე საერთო სამუშაო სივრცეებში მუშაობის ტენდენციამ, თანამშრომლობის კულტურა ჩამოაყალიბა.
ჯადოქრობა ხდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა წარმომავლობისა და დისციპლინის მქონე ადამიანი იდეებზე ერთად მუშაობს, მაგრამ მთელი ეს თანამშრომლობა ქმნის ხმაურს, ხმაური კი კრეატიულობის მკვლელია!
სწორედ ამიტომ, გიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც სამუშაო გარემოს, თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, ძალიან კომფორტულსა და შთამაგონებელს გახდის:
- ხმისა და ვიბრაციების გავრცელების შემაკავებელი მასალები ძირითადად ფეხზე მდგარი ადამიანის სიმაღლეზე უნდა განვათავსოთ (იატაკიდან 120-180სმ.), რათა მოსაუბრის ხმა შთაინთქას. კედლების დაფარვა რბილი და რელიეფური მასალით ეფექტურია ექოს დასახშობად.
- გაშლილ სამუშაო სივრცეებში, მოძრავი ტიხრები და დაკიდებული აკუსტიკური ფარდები უზრუნველყოფს როგორც ხმის დახშობას, ასევე პრივატული ზონირების შესაძლებლობას.
- ახალი და ფუნქციური ტრენდია გაშლილ სამუშაო სივრცეებში პრივატული სალაპარაკო ოთახების ე.წ. Phone booth მოწყობა – ძალიან მაღალი 30-41dB-მდე ხმის დამხშობი ფუნქციით და საუბრის კონფიდენციალურობის დასაცავად.
- პროფესიონალური აკუსტიკური ჭერი – ამ შემთხვევაში აკუსტიკურ თვისებასთან ერთად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა. აუცილებელია, სწორად გამოვყოთ ოთახების ფუნქცია. სამუშაო სივრცეებში ძირითადად 4 ტიპის ოთახი გვხვდება:
- საზოგადო სამუშაო სივრცე / კორიდორი/ ამ ზონაში ბევრი ადამიანი მუშაობს და იკრიბება – შესაბამისად, მასალა უნდა იყოს ბალანსირებული. რეკომენდებულია 30-37dB-მდე ხმის დამხშობი მასალა ექოს ჩამკლავი თვისებით NRC 0,80.
- სასადილო – მნიშვნელოვანია ვიბრაციის ჩახშობა – რეკომენდებულია NRC 1.00 აკუსტიკური თვისების მასალა;
- აუდიტორია / საპრეზენტაციო დარბაზი / სათათბირო / შეხვედრების ოთახი – ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საუბრის სიმკვეთრე, ხარისხი და ვიბრაციის დახშობა, რეკომენდებულია NRC 1.00 აკუსტიკური თვისების მასალა, ხმის დახშობის მოთხოვნის მიხედვით 24-37dB-მდე;
- ხელმძღვანელის ოთახი/ სამკითხველო/ კონფიდენციალური ზონა – ამ ოთახიდან გარეთ ხმა არ უნდა გავიდეს. რეკომენდებულია 41dB-მდე ხმის დამხშობი მასალა.
- დეკორატიული აკუსტიკური ჭერი – არსებობს აკუსტიკური ჭერის ფართო არჩევანი – ზოლოვანი, ფრაგმენტული თუ ჩანართები, რომლებიც მაქსიმალურ ვიზუალურ და ფუნქციურ სამუშაოს ასრულებს – ახშობს ხმას, ალამაზებს სივრცეს და ზონირებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დამონტაჟების წესების დაცვა – მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, პროდუქტი უნდა დავაშოროთ როგორც ერთმანეთს, ისე ჭერსაც და დავტოვოთ თავისუფალი სივრცეები.
ასევე, ხმაურის გამოწვევის მიზეზი ხდება სიარული და სკამების გადაადგილებაც. გასათვალისწინებელია, იატაკის საფარის სწორად შერჩევაც, რომელიც მნიშვნელოვანია ჰარმონიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
- საოფისე რბილი იატაკი ოფისში უალტერნატივო იატაკის საფარია – ახშობს როგორც ფეხის ხმას სიარულისას, ასევე სკამის მოძრაობის ხმაურს. გარდა ამისა, ამცირებს ქვედა სართულზე გამავალ ხმაურსაც და წარმოადგენს 20-37dB-მდე ხმის დამხშობ მასალას.
- კვების ზონებში ვინილის იატაკი სპეციალური დამატებითი აკუსტიკური ფუნქციით ეფექტური მასალაა სიარულის, სკამებისა და საუბრის ხმის დასახშობად, რეკომენდებულია 17-25dB-მდე ხმის დამხშობი მასალა.
- დაბოლოს – კარი. თანამედროვე ოფისებს სჭირდებათ მერქანბოჭკოვანი შიგთავსის მქონე კარი მყარი ჩარჩოთი და დეკორატიული პლინტუსებით, სწორად დამონტაჟების შემთხვევაში (ღიობი ჩარჩოსა და კედელს შორის სრულად უნდა იყოს ამოვსებული სამონტაჟო ქაფით) იგი უზრუნველყოფს ხმაურის შთანთქმას და კომფორტის ზრდას, რაც ასევე დადებითად მოქმედებს შემოქმედებით-სამუშაო პროცესზე.
“რივერსაიდი” ახალი ხაზით – მარტივი აკუსტიკური გადაწყვეტილებები – გაძლევთ საშუალებას გარდაქმნათ და მეტად კომფორტული, მრავალფეროვანი და ამავდროულად, მყუდრო გახადოთ თქვენი სამუშაო გარემო – მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური ეფექტით.
[R]