in

„VitrA“-სა და „MERLONS“-ის მიერ შემოთავაზებული 2023 წლის ტრენდული ფილები

ინტერიერის თანამედროვე დიზაინი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება, მრავალფეროვნებით, სითამამითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია წლის ტენდენციებზე, რომლებსაც დიზაინის სამყარო გვთავაზობს. დღეს გვსურს, ფილებზე გავამახვილოთ ყურადღება. ისინი სააბაზანოს (და არა მარტო) ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია, რადგან აქტიურად გამოიყენება იატაკის, კედლებისა თუ ავეჯის მოპირკეთებისას. სტატიაში დარგის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ 2023 წლის ყველაზე ტრენდულ ფილებს გაგაცნობთ, რომლებიც გამორჩეული ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ

მკვეთრი, თამამი ფერები 

მკვეთრი ფერების გამოყენება თქვენს ინტერიერს სასიცოცხლო ენერგიითა და მხიარული განწყობით აავსებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია კურეკ ჯონსის (Kureck Jones) მიერ შექმნილი დიზაინი – ვარდისფერი ფილებისა და მწვანე ფერის სინთეზი, რომელიც ბუნებრივი გამწვანების ასოციაციას იწვევს. დიზაინერები გვირჩევენ, 2023 წელს უპირატესობა ნარინჯისფერს, წითელსა და მეწამულ ტონებს მივანიჭოთ და ფილების სახით ისინი ინტერიერში აქტიურად გამოვიყენოთ.

დედამიწის ტონები  

თანამედროვე დიზაინში ბუნების თემატიკა წამყვან როლს ასრულებს, რის გამოც დედამიწის ფერთა გამაში გადაწყვეტილი ინტერიერი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დიზაინად მიიჩნევა. ბუნების ფერები სიმშვიდის მომგვრელია, რის გამოც დიზაინერები გვირჩევენ, სააბაზანოს კეთილმოწყობისას უპირატესობა სწორედ მათ მივანიჭოთ. ლუსი ჰარისის (Lucy Harris) მიერ შექმნილი აბაზანა მწვანე ფილებით, განცალკევებით მდგარი ნიჟარითა და დეკორატიული აქცენტებით შესანიშნავი საშუალებაა სიმყუდროვის, სიმშვიდისა და ჰარმონიის სრულად შესაგრძნობად.

გეომეტრიული სტილი

როგორც ინტერიერის დიზაინერი რუთ ფოსტერი (Ruth Foster) იტყოდა, „გეომეტრიული ფილები საშუალებას გაძლევთ, იყოთ უფრო გაბედულები და თქვენს შემოქმედებითობას გასაქანი მისცეთ“. გეომეტრიული ფორმის კერამიკული ფილები იდეალურად ერწყმის ნებისმიერი დიზაინის ავეჯს და ელეგანტურ ინტერიერს ქმნის. ის არაჩვეულებრივად ესადაგება შპალერსაც. მეტი მრავალფეროვნებისა და საინტერესო აქცენტების შესაქმნელად დიზაინერები გვირჩევენ, 2023 წელს გეომეტრიული დიზაინის ფილები გამოვიყენოთ.

შავ-თეთრი ფილები

დიზაინერი ეიპრილ განდი (April Gandy) მიიჩნევს, რომ შავ-თეთრი ფილებით მოპირკეთებული აბაზანა ერთსა და იმავე დროს კლასიკურიცაა და თანამედროვეც. დახვეწილი და თანამედროვე აქცენტების შესაქმნელად დიზაინერები გვირჩევენ, შავ-თეთრი ფილები აქტიურად გამოვიყენოთ. ამ, ერთი შეხედვით, მარტივი გადაწყვეტილებით შევძლებთ, მიმზიდველი და ორიგინალური ინტერიერი შევქმნათ.

მინიმალისტური ფილები

მინიმალისტური სტილი პოპულარობას წელსაც არ კარგავს. მარტივი დიზაინის ფილები მდიდრული ფერთა პალიტრით საშუალებას მოგცემთ, ტონებით ითამაშოთ, მაქსიმალური თავისუფლებით მიუდგეთ დიზაინს და  უნიკალური სივრცეები შექმნათ.

დიდი ფორმატის ფილები

თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი დიდი ფორმატის ფილებია, რომლებიც კედლებზე, იატაკსა და ავეჯზე ხშირად გვხვდება. გარდა იმისა, რომ, დიდი ზომის წყალობით, მასალა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია, ამ ტიპის ფილები მდგრადობითა და ვიზუალური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხის ფაქტურით შექმნილი ფილები, უფრო მყუდროსა და განსხვავებულს ხდის დიზაინს.

დაბოლოს, თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის, ეკოლოგიურად სუფთა ფილების შეძენა საქართველოში, „VitrA Georgia“-სა და „MERLONS“-ის შოურუმებში შეგიძლიათ, რომლებიც ა. ბელიაშვილის N142-ში მდებარეობს. პროდუქციის დასათვალიერებლად კი გირჩევთ, „VitrA“-სა და „MERLONS“-ის ვებგვერდებს ეწვიოთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბავშვობაში აღმოჩენილი საყვარელი პროფესია – ინტერვიუ მეგი დევაძესთან

საუცხოო ბუნებით გარშემორტყმული სახლი კოსტა რიკაში