in

„სახლი თვალით“ — საინტერესო პროექტი შვეიცარიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ ძალიან ვიწრო, მაგრამ დატვირთულ ქუჩაზე, ციურიხში, შვეიცარიაში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ტერიტორიაზე პარკირების შესაძლებლობები შეზღუდულია. დამკვეთს სურდა, სახლში რაც შეიძლება სწრაფად გადმოსულიყო, ამიტომ არქიტექტურულ სტუდიას სამუშოების შესასრულებლად მცირე დრო ჰქონდა. შენობის მთავარ ასპექტს გარემოსდაცვითი მიზნები წარმოადგენს — ნახშირბადის ემისიის მასიური შემცირება ადგილობრივი ხისა და საიზოლაციო მასალების გამოყენების საშუალებით. სახლს ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს — House with an Eye („სახლი თვალით“), რომლის წარმომავლობაც მაშინვე აშკარა ხდება.

ლოკალური კონტრაქტორებისა და მასალების შერჩევამ პროცესი უფრო გაამარტივა და ააჩქარა. მზის პანელები სახურავზე + სითბოს ტუმბო სახლს ელექტროენერგიითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფს. შენობაში გამოყენებული საიზოლაციო მასალის სისქის გამო (26 სმ; კედლის საერთო სისქე — 40 სმ) გათბობის ხარჯები 50%-ით შემცირდა.

ინტერიერში გამოყენებული ხის პანელები ზედმეტი დამუშავების გარეშეა შენარჩუნებული, რისი შედეგიც არის ტენიანობის ბუნებრივი მიმოცვლა, სასიამოვნო კლიმატი ოთახში და ფიჭვის ხის სუნი. შიდა კედლების დასაცავად ხელოვნური ქიმიური დამუშავება არ არის გამოყენებული, ზედაპირები გაჟღენთილია ბუნებრივი სელის ზეთით, რომელიც კომბინირებულია 5% თეთრ მინერალურ საღებავთან, რათა დროთა განმავლობაში ხის ზედაპირი არ გაყვითლდეს.

არქიტექტურული ფირმა: Studio Anna Jach

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

შენ სუფთა ჰაერი ისუნთქე, კონდიციონერს კი Pneuma გაგიწმენდს

რა შედის მებაღის მომსახურებაში და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?