მწერებისგან დამცავი ბადის აწყობა მარტივია. ამის გაკეთება საგანგებო ხელსაწყოების გარეშეც თავისუფლადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ პროდუქტი ფანჯარას იდეალურად მოერგოს, დიდხანს გაძლოს და ხედი არ გააფუჭოს, სასურველია, თავდაპირველად კარგად გაერკვეთ კონსტრუქციის ტიპებში და ის მოდელი შეარჩიოთ, რომელიც ზუსტად თქვენს ფანჯარას შეესაბამება. ამის შემდეგ უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას და გაერკვეთ მონტაჟის სპეციფიკაში. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.
კონსტრუქცია
სანამ დამცავ ბადეს საკუთარი ხელით გააკეთებთ, სწორი კონსტრუქციის შერჩევაა საჭირო. საამისოდ უნდა გაარკვიოთ შემდეგი საკითხები:
- რისგან არის დამზადებული ჩარჩო (პლასტმასისგან თუ ხისგან)?
- როგორია პლასტმასის ფანჯრების გახსნის მექანიზმი?
- რა ტიპის (კერძო თუ მრავალბინიანი) და რამდენსართულიანია შენობა?
- რამდენად ხშირად იღება ფანჯრები?
მონტაჟის მეთოდის არჩევა
ჩარჩოიანი ბადის მონტაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დგუში, ზეტისებრი პროფილები ან ჩვეულებრივი კავები. უჩარჩო ბადისთვის ფხრიწს ან მაგნიტურ ლენტს იყენებენ.
არსებობს ლენტების მზა კომპლექტები, რომლებზეც უკვე მონიშნულია მხარეები და ლენტის ერთი ნაწილი ფხრიწზეა დაკრული. რჩება მხოლოდ ზედაპირზე დამაგრება და ადრე მიწებებულ მეორე ნაწილთან დაკავშირება. თუ ამას თავად გააკეთებთ, ორი უნიპოლარული და წებოვანი ლენტი დაგჭირდებათ. ეს ვარიანტი იდეალურია დროებითი საცხოვრებლისთვის, მაგალითად, კარვებისა და აგარაკებისთვის.
მასალის შერჩევა
უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამცავი ჩარჩოები ყველაზე ხშირად პოლიესტერის ძაფებისგან მზადდება და მათი სიმკვრივე უჯრედების ზომაზეა დამოკიდებული.
- სტანდარტული. უჯრედის ზომა —3×3 მმ., ნორმალური სიმტკიცე.
- მტვრის საწინააღმდეგო. უჯრედის ზომა — 1×1 ან 1,5×1,5 მმ., მაღალი სიმტკიცე.
- ე. წ. „კატის საწინააღმდეგო“. უჯრედის ზომა — 2,5×3,5 მმ., მაღალი სიმტკიცე. დიდი ზომის უჯრედების გამო ოთახში მწერები აღწევენ, მაგრამ მათი შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი კატის კლანჭები დაზიანდეს.
ფერის შერჩევა
არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი – მუქი და თეთრი. თუ ამ უკანასკნელს აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ხედი ბუნდოვანი იქნება, ქუჩის მხრიდან კი ყველაფერი გამოჩნდება. მუქის მასალის შემთხვევაში პირიქითაა — ხედი არ იფარება, გარედან კი არაფერი ჩანს.
ზომების აღება
გაზომვისას, უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ჩარჩომ ოთახი არ უნდა ჩააბნელოს. იმისათვის, რომ ზომები სწორად აიღოთ, რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
- ჯერ უნდა გაზომოთ ღიობი, რომელშიც ბადის განთავსებას გეგმავთ.
- შეამოწმოთ, რამდენად ღრმად შედის ფანჯრის ჩარჩო კედელში.
- თუ ზეტისებრი პროფილებით მონტაჟის მეთოდს აირჩევთ, მისი კორპუსის ქვეშ არსებული სივრცის ზომა უნდა გამოთვალოთ (ზედა ზომა — 3,5 სმ., ქვედა — 2,5 სმ.). თუ ზემოდან საკმარისი ადგილი არ არის, დამჭერები შეიძლება დამაგრდეს გვერდიდან.
- ღიობის ზომას უნდა დაუმატოთ დაახლოებით 2 სმ. — ეს ჩარჩოს სიგანეა.
ბადის დამზადება
საჭირო ინსტრუმენტები
- ალუმინის პროფილი — მისგან ჩარჩო მზადდება.
- კუთხეები — მათი დახმარებით პროფილის ნაწილები უკავშირდება ერთმანეთს.
- ლითონის შემაერთებლები სტრუქტურაში ბადის დასამაგრებლად. მათ გარეშე პროდუქტის გეომეტრია ირღვევა.
- კოღოს საწინააღმდეგო ქსოვილი.
- საიზოლაციო მასალები — მათ გარეშე, შესაძლოა, მატერია ჩამოიწიოს და ნაკეცები გაჩნდეს.
- გორგოლაჭი საიზოლაციო მასალისთვის.
- ხერხი.
როგორ დავამონტაჟოთ დამცავი ბადე პლასტმასისა და ხის ფანჯრებზე?
აუცილებლად დაგჭირდებათ ხერხი, რომელსაც პროფილის შესაბამის ზომებად დაჭრისთვის გამოიყენებთ. ზომების სწორად გამოსათვლელად იხელმძღვანელეთ საბოლოო ფორმის პანელის შიდა ზომებით, რომლებსაც 6 სმ. უნდა გამოაკლოთ. ამავე სქემით დაჭერით პროფილი და ხარიხები.
- ნაჭრებისგან ააწყვეთ მართკუთხა ჩარჩო.
- შემდეგ ქსოვილი ჩარჩოზე დაამაგრეთ. ის ჩარჩოს კიდეებს უნდა სცდებოდეს.
- გაჭიმეთ ბადე. მას არ უნდა ჰქონდეს ნაკეცები და დახრილი ადგილები.
- შემდეგ დაამონტაჟეთ სახელურები.
- ზედმეტი მასალა დანით მოჭერით და თქვენი ნამუშევარი შეალამაზეთ.
დამონტაჟება
ხელსაწყოები მონტაჟისთვის
- ბურღი.
- ხრახნი.
- სახრახნისი.
- ფანქარი.
- სახაზავი.
მონტაჟის პროცესი ზეტისებრი პროფილებით
- გააღეთ ფანჯარა. გარედან, ქვედა ჩარჩოზე ქვემოთ გადაზომეთ 30 მმ. და მონიშნეთ ის ადგილი, სადაც პროფილები განთავსდება.
- ამ წერტილიდან გადაზომეთ ბადის ჩარჩოს სიმაღლე და მიღებულ რიცხვს 18 მმ. მიუმატეთ. ეს ადგილიც მონიშნეთ და კიდევ ერთი ხაზი გაავლეთ.
- განსაზღვრეთ ადგილები, სადაც კრონშტეინები დამონტაჟდება. ფანჯრის ღიობს მარჯვნივ და მარცხნივ 10 სმ. დაუმატეთ და მონიშნეთ. ქვემოთ გადაზომეთ 30 მმ.
- პროფილი მიამაგრეთ და იდეალურად გაასწორეთ. მონიშნეთ წერტილები და გახვრიტეთ. შემდეგ ჩასვით კრონშტეინები და ისინი ხრახნების საშუალებით დაამაგრეთ.
- სახელურების გამოყენებით ქსოვილი კრონშტეინებში მოათავსეთ: ჯერ – ზედა ნაწილი, შემდეგ კი — ქვედა.