სისუფთავე არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ კომფორტისა და მყუდრო გარემოს შექმნის გარანტიაა. სახლის დასუფთავების სამუშაოები უფრო ფრთხილად და რეგულარულად უნდა ჩატარდეს. ამაში დაგეხმარებათ მსუბუქი და კომპაქტური უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც თანაბრად ეფექტურად ასუფთავებს იატაკს, ავეჯს და მუშაობს იქაც, სადაც როზეტები არ არის. დღევანდელ სტატიაში უსადენო მტვერსასრუტის ამ და სხვა უპირატესობების შესახებ ვისაუბრებთ.
- ორი ერთში: სახლისა და მანქანისთვის
უსადენო მტვერსასრუტი ყოველდღიური დასუფთავების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის — ოთახებს შორის გადაადგილება მარტივია, როდესაც სადენი ფეხებში არ გედებათ. „ორი ერთში“ მოდელი კიდევ უფრო მოსახერხებელი და ფუნქციურია. თუ მას მილს მოაშორებთ და კორპუსს საქშენს მიამაგრებთ, შედეგად კომპაქტურ პორტატიულ მტვერსასრუტს მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა სიმსუბუქითაც გამოირჩევა – მისი აწევა ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც შესაძლებელია. ამასთან, მტვერსასრუტი მანქანის ინტერიერის გასაწმენდადაც იდეალურია.
- დასუფთავება დენის წყაროსთან შეერთების გარეშე
უკაბელო ტექნოლოგია მუშაობს ჩაშენებული ელემენტის საშუალებით, რომლის დამუხტვაც დასუფთავებამდე შეგიძლიათ. დატენილი მტვერსასრუტის მუშაობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, მთელი სახლის დასასუფთავებლად სრულიად საკმარისია.
- მაღალეფექტურობა
თანამედროვე უკაბელო მოწყობილობები კლასიკურ მტვერსასრუტებს ეფექტურობით არ ჩამოუვარდება. ასეთი მოდელები კარგადაა აღჭურვილი სხვადასხვა სახის ჭუჭყთან საბრძოლველად. მათი საშუალებით შეგიძლიათ დაასუფთაოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირი, ავეჯი, მანქანის სავარძლები, თაროები, ოთახის კუთხეები და ა. შ.
- დაბალი ხმა
უსადენო მოდელები თითქმის უხმაუროდ მუშაობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ბავშვები და შინაური ცხოველები ჰყავთ.
- შენახვის სიმარტივე
უსადენო მტვერსასრუტი დიდ ადგილს არ იკავებს. მის შესანახად შეგიძლიათ კედლის სამაგრი გამოიყენოთ, რომელიც დამუხტვის დროსაც გამოგადგებათ – დასუფთავების შემდეგ მოწყობილობას მასზე დაამაგრებთ და დენის წყაროსთან შეაერთებთ.
რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”