საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, მუდმივად სჭირდება საგანგებო მოვლა, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშაოს. ბრენდები, მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სისტემის გარდა, მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს, რომელიც ტექნიკის რეგულარულ შემოწმებას, წმენდასა და მოვლას გულისხმობს. ამ ტიპის მომსახურება კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც პრემიუმ-კლასის პროდუქტი ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ამგვარი მომსახურების უპირატესობები:
- მეტი ეფექტიანობა
- დაზოგილი თანხა
- უსაფრთხოება
- სანდოობა
ამ მხრივ ქართულ ბაზარზე გამორჩეულია კომპანია”Zigie“, რომელიც, პრემიუმ-კლასის უნიკალური პროდუქციის გარდა, „Miele“-სა და „Liebherr“-ის სრულ ასორტიმენტზე ტექნიკურ მომსახურებას გთავაზობთ. მასში შედის:
სრული ტექნიკური მხარდაჭერა — პრემიუმ-კლასის ტექნიკის ხარისხისა და გამძლეობის მიუხედავად, ტექნიკური მომსახურება ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მისი უზრუნველყოფა შპს „Zigie“-სთვის პრიორიტეტული საკითხია. კომპანია მომხმარებელს 2-წლიან უფასო საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ყველა პროდუქტზე ვრცელდება. ამ დროის შემდეგ იგი ფასიანია. მომსახურების მეშვეობით შესაძლებელია მენეჯერის კონსულტაციით სარგებლობა, ტექნიკის სრულფასოვანი შემოწმება და მისი გეგმური წმენდა, რაც პროდუქციის ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.
მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა ჯგუფი — კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობაა ისაა, რომ მომხმარებელს გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფი ემსახურება. კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, დროულად და ეფექტურად აღმოფხვრიან ნებისმიერ გართულებას. კონსულტაციას გაგიწევთ ავტორიზებული მენეჯერიც, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ გერმანიაში საგანგებო ტრენინგებს ესწრება. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ კომპანია „Zigie”-შია შესაძლებელი ტექნიკაზე ოპტიკური ინტერფეისით დაერთება, რომელიც ზუსტ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.
მყისიერი რეაგირება და მარტივი კომუნიკაცია —კომპანიაში ნებისმიერი ხარვეზი საკითხის დაფიქსირებიდან 3-5 სამუშაო დღეში მყისიერად აღმოიფხვრება, რისი წყალობითაც თქვენი ტექნიკა მალევე განაგრძობს სრულფასოვან მუშაობას. კომპანია მომხმარებელს გამარტივებულ კომუნიკაციას სთავაზობს: მენეჯერი როგორც ადგილზე, ისე ონლაინ გასცემს რეკომენდაციებს, რაც პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.
შპს „Zigie”-ის მიერ შემოთავაზებული მომსახურება ზრდის თქვენი ტექნიკის ქმედითობას, მუშაობის ხანგრძლივობას და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პროფესიონალთა დახმარებით, ნებისმიერ პრობლემას მარტივად და დროულად მოაგვარებთ.
შეგახსენებთ, რომ პრემიუმ-კლასის ბრენდების – „Miele“-ს და „Liebherr“-ის პროდუქციის შეძენა თბილისში ი. ჭავჭავაძის N49 დ-ში შეგიძლიათ.