in

როგორ დავზოგოთ ფინანსები ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთისას – ქართველი პროფესიონალის რჩევები

მომხმარებელთა უმეტესობა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას, რადგან იგი ზუსტად ერგება ინტერიერს და დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ავეჯის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დღეს შევეცდებით, ის ძირითადი ხრიკები გაგაცნოთ, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, ავეჯის დამზადების ხარჯები ისე დაზოგოთ, რომ ამან მის ხარისხზე არ იმოქმედოს.

სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ავეჯის მწარმოებელ კომპანია „FineArt“-ს მივმართეთ.

დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ ხარისხიანი მასალის შერჩევა საშუალო ფასადაც სავსებით შესაძლებელია, რაც ხარჯებს საგრძნობლად შეგიმცირებთ.

„თანამედროვე ბაზარზე მასალის ფართო არჩევანია. შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომია და მდგრადობითაც გამოირჩევა. მაგალითად, არსებობს საშუალოფასიანი ლამინატი და ქარხნული MDF-ი, თხელი და სქელი დაფარვით. ისინი გამოიყენება როგორც სამზარეულოს ფასადის, ასევე, ნებისმიერი ტიპის ავეჯის დასამზადებლად. ამ მასალით თანამედროვე დიზაინის, დახვეწილი ავეჯი იქმნება, რომლებიც ორთქლის მიმართ მდგრადია და მარტივად არ იკაწრება. რაც მთავარია, ზოგავს მომხმარებლის ფინანსებს“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

სამზარეულო – „FineArt“-ში გვირჩევენ, მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში უპირატესობა ქარხნულ MDF-ს, აკრილს (ქარხნულ MDF-ს  გლუვი და პრიალა ზედაპირი აქვს. პრიალა ზედაპირის მქონეს აკრილს უწოდებენ, გლუვს კი – ქარხნულ MDF-ს), ლამინატს მივანიჭოთ, რადგან ძვირადღირებულ მასალასთან (შეღებილ და ბუნებრივი ხის ანათალით დამუშავებულ (შპონირებულ) MDF-თან) შედარებით, იაფი ჯდება. ლამინატი თუ ქარხნული MDF-ი მარტივად არ ზიანდება და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ეკონომიის გაკეთება შესაძლებელია მექანიზმებზეც. თუმცა, ხშირად გამოყენებადი უჯრების შემთხვევაში, მაგალითად, სამზარეულოს ქვედა კარადის სათავსოებსა და ისეთ ადგილებში, სადაც მძიმე ჭურჭელსა თუ საგნებს ინახავთ, უმჯობესია, მექანიზმებზე თანხა არ დაზოგოთ და მაღალი ხარისხის, ავსტრიული BLUM-ის მექანიზმები დაამონტაჟოთ. ისინი 150-ზე მეტ კგ-ზეა გათვლილი. ერთი ცალის ღირებულება, საშუალოდ, 150-200 ლარიდან იწყება. ნაკლები დატვირთვის მქონე ადგილებში, მაგალითად, სამზარეულოს ზედა სათავსოებზე, ხელსახოცებისა და პირსახოცების შესანახ განყოფილებებში, შესაძლებელია შედარებით ხელმისაწვდომი იტალიური მექანიზმების გამოყენება, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევა და გაღება-დახურვის დროს ხმაურს არ იწვევს. ასეთი ტიპის ერთი მექანიზმის ფასი 25 ლარია.

საძინებელი – კომპანიის წარმომადგენელი გვირჩევს, საძინებლისთვის მზა, ქარხნული წესით დამზადებული საწოლი შევიძინოთ, რომელიც ბევრად იაფი ჯდება და, ამასთანავე, ხარისხითაც ბევრად სჯობს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ მოდელს.

„მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევთ მზა საწოლი შეიძინონ, რომელიც ქარხნული ხერხით ეწყობა, რის გამოც განსხვავებული მექანიზმებითა და პრინციპით მუშავდება და უკეთეს შედეგსაც იძლევა. ამ შემთხვევაში მასალას დიდი მნიშვნელობა არ აქვს: ლამინატს გამოვიყენებთ, შეღებილ თუ ქარხნული MDF-ს, მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ დამკვეთს დიზაინის ფორმირება, დეტალებით დატვირთული იერსახე სურს, უმჯობესია, MDF-ის მასალაზე შეაჩეროს არჩევანი, შედარებით სადა და მინიმალისტური სტილის შემთხვევაში კი ლამინატის გამოყენება უკეთესია“, – გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.

გარდერობისა და კარადების დასამზადებლად შესაძლებელია ავსტრიული, იტალიური ლამინატის, აკრილისა და ქარხნული MDF-ის გამოყენება. მექანიზმებთან დაკავშირებით აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს: ხშირად მოხმარებადი სათავსოებისა და კარისთვის – ავსტრიული, ნაკლები დატვირთვის მქონე ადგილებში კი იტალიური მექანიზმები მონტაჟდება. სპეციალისტი გვიხსნის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს, რომლებიც ავეჯის იერსახეს ამდიდრებს, მაგალითად, სახელურებს. სწორად შერჩეული სახელურები ავეჯს გაცილებით უფრო მომხიბვლელს ხდის.

სააბაზანო – კომპანიის წარმომადგენელი გვირჩევს, სააბაზანოს მასალაზე თანხა არ დავზოგოთ და შეღებილი ან ბუნებრივი ხის ანათალით დამუშავებულ MDF-ი გამოვიყენოთ, რადგან ისინი გაცილებით მაღალი ხარისხისაა. მასალა წყლისა და ნესტის მიმართ მდგრადია და მარტივად არ ზიანდება, ამიტომ უმჯობესია, ამ ზონაში იაფფასიანი მასალის გამოყენებაზე უარი ვთქვათ.

„FineArt“-ში გვიხსნიან, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ მასალაზე დაბალი ღირებულება აქვს თურქულ ლამინატს, თუმცა ის უხარისხო მასალაა და გამოსაყენებლად არ გამოდგება, ამიტომ სასურველია, ამგვარი პროდუქციის შეძენას მოვერიდოთ. კომპანიაში შეღებილი ან ბუნებრივი ხის ანათალით დამუშავებულ MDF-ის ავეჯის ფასი 1 მ2-ზე 1000 ლარიდან იწყება. ფასში შედის მასალის, მექანიზმებისა და ხელობის ღირებულება. ლამინატის, ქარხნული MDF-ისა და აკრილის შემთხვევაში, 1 მ2-ს ფასი, მასალებისა და ხელობის ღირებულების გათვალისწინებით, 850-900 ლარს შეადგენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

შვედური ბინა აგურის კედლით

რატომ “Liebherr“-ის მაცივარი ? – ბრენდის 4 მთავარი უპირატესობა