სასწავლო ცენტრის ახალი შენობა გარეუბნის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, გარემოსთან მორგების მიზნით, მისი ფორმაც ინდუსტრიული სტილითაა დაპროექტებული.
პროექტი მაქსიმალური ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით შეიქმნა, რაც როგორც სამშენებლო მასალების ეკონომიურ გამოყენებას, ასევე, რესურსების დაზოგვასაც გულისხმობს. გათბობისთვის გამოიყენება სითბური ტუმბო, სახურავზე კი მზის პანელებია დამონტაჟებული. გარე ჟალუზები ფანჯრებს გადახურებისგან იცავს.
სასწავლო ცენტრის პროექტის დამკვეთი ადგილობრივი კომპანიაა, რომელმაც ეს სივრცე ახალი ტექნოლოგიებით დაკომპლექტებისთვის, თანამშრომელთა კარიერული ზრდისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შექმნა. შენობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და მეზობლად მცხოვრებთათვის სემინარებისა და ლექციების ჩასატარებლად გამოიყენება.
შენობის ცენტრში გამწვანებული შიდა ეზოა, რომლის გარშემოც განთავსებულია შენობის ოთხივე ფუნქციური ბლოკი. ეს დაგეგმარებაში ჯვრის ფორმას ქმნის. ყველა ტექნიკური ოთახი, სავენტილაციო კამერები და საევაკუაციო კიბეები ამ ფორმიდანაა გამოყვანილი. ოთხივე წინა ეზო შენობის კუთხეებშია განთავსებული — გამწვანებული ადგილები ტერასით, სკამებითა და ველოსიპედის სადგომით.
შენობას რკინა-ბეტონის კონსტრუქცია აქვს. რკინა-ბეტონის მზიდი ელემენტები და კედლების ნაწილები სასწავლო ცენტრის ინტერიერს ქმნის. ოთახებისთვის კედლები ერთგვარი ნიშებია. ჩაშენებული ავეჯი და კომუნალური ტექნიკა რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. ინტერიერში ჰარმონიას – ბეტონისა და ხის ბალანსი, საერთო განწყობას კი ბალტიის ზღვის სანაპიროს ქვიშისა და ტყის ფერთა პალიტრა ქმნის.
პროექტის ავტორები: Guntis Ziņģis, Kristīna Reinberga
არქიტექტურული სტუდია: Good Pattern
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”