ბავშვის ოთახს ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ვაწყობთ, რადგან გარემო, რომელშიც პატარა დიდ დროს ატარებს, მის ფსიქიკასა და განწყობაზე აისახება. ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილი საძინებელში თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ გრძნობდეს. დღეს ვეცდებით, ისეთი ნივთები შემოგთავაზოთ, რომლებიც საბავშვო ოთახის ინტერიერის მოწყობაში დაგეხმარებათ.
1. საწოლის თავი
მყუდრო და თბილი ინტერიერის შესაქმნელად ორიგინალური დიზაინის მქონე საწოლის თავის გამოყენება იდეალური გადაწყვეტილებაა. ის ინტერიერის დეკორის ფუნქციასაც შეითავსებს და საბავშვო, ფერად, ჯადოსნურ განწყობას შექმნის. პროდუქტის შეძენა „Mysa“-ს შოურუმში შეგიძლიათ.
2. საბავშვო თეთრეული
თეთრეული საძინებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ოთახის ხასიათსა და განწყობას განსაზღვრავს. „English Home Georgia“-ში შეძენილი ფერადი, მიმზიდველი დიზაინის საბავშვო თეთრეულის წყალობით, თქვენი პატარას საძინებელ ოთახს ჯადოსნურ სივრცედ აქცევთ.
3. სანათი
საერთოდ, გირჩევთ, ნებისმიერი ნივთის შეძენისას ბავშვის აზრიც გაითვალისწინოთ. მაგალითად, შეგიძლიათ, ერთობლივად შეარჩიოთ სანათი, რომელიც საბავშვო ოთახის აუცილებელი ატრიბუტია. მომხიბვლელი დიზაინის სანათების მრავალფეროვან არჩევანს მაღაზია „ახალი ნათება“ გთავაზობთ.
4. საბავშვო კარავი
საძინებელში მყუდროებასა და ჯადოსნურ განწყობას საბავშვო კარავი შექმნის, რომელიც ყველა პატარას საოცნებო ნივთია. მისი დიზაინი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, რათა ჰარმონიულად მოერგოს ოთახის ესთეტიკას და გამორჩეული შტრიხები შესძინოს საძინებელს. საბავშვო კარვის შეძენას „JYSK“-ის შოურუმში შეძლებთ.
5. ხალიჩა
საძინებელში სასიამოვნო და მყუდრო გარემოს შესაქმნელად ხალიჩაც დაგეხმარებათ. დახვეწილი დიზაინის ბამბის ხალიჩა, რომელსაც „VELI.store“-ზე იპოვით, თქვენს ინტერიერს გაამრავალფეროვნებს. ის საბავშვო კუთხის მოსაწყობადაც კარგი დამხმარეა: მისი გამოყენებით თქვენი შვილები დროს კომფორტულად და სასიამოვნოდ გაატარებენ.