Petraia House ქალაქ ლოს ესპინოსთან, მექსიკაში მდებარეობს. პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ქვისა და ხის მასალებით აგებული ადგილობრივი არქიტექტურის რეინტერპრეტაცია.
სტრუქტურა შედგება ორი ორმაგი სიმაღლის სივრცისგან და მინის დერეფნისგან, რომელიც მათ აკავშირებს.
სივრცე, რომელსაც მეპატრონეები დღის განმავლობაში იყენებენ, დასასვენებელ ზონას მოიცავს. პირველ სართულზე ყველა სოციალური ზონა ერთმანეთთან არის დაკავშირებული — სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახი.
მეორე სივრცეში, რომელიც ღამისთვის არის განკუთვნილი, ტელევიზორის ოთახია განთავსებული. ის ვიზუალურად არის დაკავშირებული ეზოსთან. გარდა ამისა, ეს სივრცე საძინებელსა და სააბაზანოს მოიცავს. მეორე სართულზე, გვხვდება მთავარი საძინებელი საკუთარი აბაზანით.
რაც შეეხება გამოყენებულ მასალებს, პროექტში გვხვდება სამი საბაზისო ელემენტი: ადგილობრივი ქვა, ფიჭვის ხე და მინა.
არქიტექტურული ფირმა: ARGDL
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”