in

„ვილეროი & ბოხის“ და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობით ახალი ნამუშევარი შეიქმნა

გერმანული ბრენდი „ვილეროი და ბოხი“ 1748 წელს დაარსდა და წელს ის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. კომპანია თითქმის უკვე სამი საუკუნეა უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. ბრენდი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, „ვილეროი და ბოხის“ ოფიციალური მაღაზია 2005 წლიდან განსაკუთრებულ და დახვეწილ კოლექციებს სთავაზობს ქართველ მომხმარებელს.

როგორც ცნობილია, „ვილეროი და ბოხი“ უკვე წლებია, ქართველ ხელოვანთან, რუსუდან ფეტვიაშვილთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტებს ქმნის, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნისა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა. რუსუდან ფეტვიაშვილის და „ვილეროი და ბოხის“ კოლაბორაციით, თავდაპირველად მისი ნამუშევრებით გაფორმებულ ჭიქების სამი ვერსია შეიქმნა. შემდეგ კი თეფშზე, სახელწოდებით „ჰარმონია“ და „სიყვარული“ გადაინაცვლა.

პროექტის ფარგლებში, ახალი საკულმინაციო ნამუშევარი “სიძლიერე”, მომხმარებელს მე-3 თეფშზე წარედგინა, რომელიც სრულიად განსხვავებული და შთამაგონებელია.

აღნიშნული კოლექცია ლიმიტირებულია და მსოფლიოში სულ 500 ცალია წარმოებული.
გამორჩეული თეფშების შეძენას ქართველი მომხმარებელი 4 აგვისტოდან შეძლებს „ვილეროი და ბოხის“ მაღაზიებში, რომლებიც შოთა რუსთაველის გამზირის N1 და საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარეობს.

“ვილეროი და ბოხისა” და ქართველი არტისტის კოლაბორაცია გრძელდება და მალე ერთგულ კოლექციონერებს კვლავ საინტერესო სიახლეებს შესთავაზებენ.

თანამედროვეობის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი — ინტერვიუ ნინო გიგილაშვილთან

„არქლაინი“ — კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების მწარმოებელი ქართული კომპანია