1960-იანი წლების ეს მოკრძალებული ერთსართულიანი სახლი შესანიშნავი ბაღით მდებარეობს ინგლისში, პატარა სოფლის პერიფერიაში, რომელიც ბელფასტიდან დაახლოებით 5 კილომეტრით არის დაშორებული და Lagan Valley Regional Park-ის საზღვრებშია მოქცეული. ტერიტორია მდინარის ხეობისა და მის მიღმა არსებული ბორცვების პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. პერფორირებული აგურისა და უზარმაზარი უფანჯრო კედლების საშუალებით ეს მონოლითური ნაგებობა მეპატრონეებს კონფიდენციალურობით უზრუნველყოფს.
დამკვეთებს (ახალგაზრდა ოჯახს) ჰქონდა საჭიროებები, რომლებიც არსებული სახლის შესაძლებლობებს აღემატებოდა — მათ შორის იყო 5 საძინებელი და დიდი საოჯახო სივრცე, რომლის გამოყენება გასართობ ზონადაც შეიძლებოდა. ასევე არსებობდა ოთახების მთავარი კომპლექტისაგან დაშორებული სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცის, სპორტული დარბაზისა და სახელოსნოს საჭიროება. ერთ-ერთი დამკვეთი დაინტერესებულია შუა საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურით და, ამავდროულად, იგი ხელოვნების მოყვარული კოლექციონერია, რაც ფართომასშტაბიანი ნამუშევრების განსათავსებლად გარკვეული სიმაღლის ან მოცულობითი სივრცის მოთხოვნილებას აჩენდა. პირველადი კვლევების შემდეგ ცხადი გახდა, რომ დამკვეთების სივრცითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შენობის გაფართოება იყო საჭირო.
ყველაზე დიდი ზონა მთავარ შესასვლელს, საცხოვრებელ/გასართობ და სათამაშო/სასწავლო სივრცეებს, ასევე სასაუბრო კუთხეს აერთიანებს. უფრო პატარა ზონა მოიცავს კაბინეტს და მშობლების საძინებელს პირველ სართულზე და საბავშვო საძინებელს მეორე სართულზე. მესამე ზონა კი დამატებით საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს.
არქიტექტურული ფირმა: McGonigle McGrath
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”