პატარა სამზარეულოში სივრცის მაქსიმალურად გასაზრდელად ერთ-ერთი აუცილებელ ფაქტორს კარგი სათავსო სისტემა წარმოადგენს. ეს არის სამშენებლო ბლოკი, რომელზეც ყველა ბრწყინვალე დიზაინია აგებული და ოქროს წესი, რომელიც სამზარეულოს დაპროექტებისას აუცილებლად უნდა იქნას დაცული. თუ ამ წესს გაითვალისწინებთ, შეძლებთ ნებისმიერი სივრცის გემოვნებიანად გაფორმებას, დაწყებული სოფლის სახლის სამზარეულოთი, დასრულებული უფრო თანამედროვე სტილით. კარგად დაფიქრდით დეკორაციაზე და სათავსო სისტემებს მძიმე სამუშაოს შესრულების საშუალება მიეცით.
პატარა ოთახები სახლში შეიძლება ყველაზე მომხიბვლელ სივრცეებად იქცეს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული ფართობი ამ სფეროს პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, პატარა ოთახი შეიძლება გახდეს სივრცე, რომელშიც ინტერიერის დიზაინის ოსტატობა და კრეატიული აზროვნება მაქსიმალურად გამოვლინდება.
დღევანდელი სტატიის თემა სწორედ პატარა სივრცე — კერძოდ სამზარეულოა. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო იდეები, რომლებიც თქვენი პატარა სამზარეულოს გასაფორმებლად შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ.