in

ლოს-ანჯელესში მდებარე ტრადიციული სახლი შავი აქცენტებით

Banner M2
Banner M2

ჰოლივუდის მთებში მდებარე ეს ულამაზესი სახლი, რომლის ინტერიერში აქცენტად შავი ფერია გამოყენებული, ქალაქსა და კანიონზე საუცხოო ხედებით არის უზრუნველყოფილი. სახლი დააპროექტეს ბენეტ ჰირშმა და ნიკოლას სენდლერმა SH Group-დან.

ლოს-ანჯელესში მდებარე ამ ტრადიციულ სახლს აქვს უზადოდ სტილიზებული ოთახები და ყველა მათგანში აქცენტად შავი ფერია გამოყენებული — ეს სივრცეებს დრამატულ იერს სძენს. სახლს აქვს სამი დიდი საძინებელი, თითოეული აღჭურვილია პირადი აბაზანით. ამასთან, ბაღში განთავსებულია ლამაზი სასტუმრო სახლი.

სამზარეულო ძალიან დიდია — სივრცის ვიზუალურად გაფართოებას ხელს უწყობს ოთახის თაღოვანი ჭერი და მინის კარები, რომლებიც ულამაზეს ბაღზე წვდომის საშუალებაც არის. სამზარეულოს ცენტრალურ ნაწილში დგას მომხიბვლელი ხის მაგიდა, რომელიც ვინტაჟური სკამებით არის გარშემორტყმული.

მისაღებ ოთახს ამშვენებს ბუხარი და ფიჭვის ხის პანელები, რომლებიც კედლის შავ აქცენტებს და ავეჯს შესანიშნავად ერწყმის. ამ ოთახიდან, ფრანგული კარების საშუალებით, მოხვდებით ტერასაზე, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები ქალაქზე.

მისაღების გვერდით არის ფორმალური სასადილო ოთახი მრგვალი მარმარილოს მაგიდით, შავად შეღებილი კედლებითა და ჭერით. ამ ოთახს ასევე აქვს წვდომა ბაღთან.

ულამაზესი გამწვანებული ბაღი მოიცავს საცურაო აუზს, გარე სასადილო ზონასა და იზოლირებულ მოსასვენებელ სივრცეს. აქედან იშლება საუცხოო ხედები ქალაქის ცენტრსა და კანიონზე.

ქვის ბილიკის საშუალებით მოხვდებით სასტუმრო სახლში, რომელსაც ხის კოჭები, ბუხარი და კერძო ტერასა ამშვენებს.

9 სამშენებლო მოწყობილობა, რომლებიც რემონტის პროცესს გაგიმარტივებთ

რისგან მზადდება მოლდინგები და როგორია მათი ფასი ქართულ ბაზარზე?