in

როგორ შევარჩიოთ ბიდე? — რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

თანამედროვე ბიდეები არა მხოლოდ ჰიგიენის მაღალ დონეს, არამედ სივრცის უფრო კომფორტულად გამოყენებასაც გულისხმობს. მისი არსებობა რესურსებისა და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ამ ტიპის სანტექნიკა მხოლოდ დიდი ოთახებისთვის არ გამოიყენება, არსებობს მრავალი კომპაქტური მოდელი, რომელიც შეგიძლიათ პატარა სივრცეშიც დაამონტაჟოთ.

მათთვის, ვისაც ადრე ამ ტიპის სანტექნიკასთან შეხება არ ჰქონია, ბიდეს არჩევა არც ისე იოლია, ამიტომ დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

ბიდეს ტიპები

მონტაჟის მიხედვით

დასადგამი. მისი დამონტაჟება მარტივია — საკმარისია სტრუქტურის ცივი/ცხელი წყლის წყაროსთან და კანალიზაციასთან დაკავშირება. ბიდე იატაკზე კომპლექტში არსებული სამაგრებით ფიქსირდება, ზოგიერთ შემთხვევაში ამისთვის წებო ან სილიკონი გამოიყენება. დასადგამი ბიდეების უპირატესობები უსაფრთხოებას, ინსტალაციისა და გამოყენების სიმარტივეს გულისხმობს.

დასაკიდი. ბიდე მონტაჟდება სპეციალურ ლითონის კარკასზე, რომელიც კედელში, მოპირკეთების უკან ფიქსირდება — იქ იმალება გაყვანილობა და კანალიზაცია. ყველა მწარმოებლის პროდუქტი კომპლექტში კარკასს არ მოიცავს, ასეთ შემთხვევაში მისი ცალკე ყიდვა მოგიწევთ. დასაკიდი ბიდეს დასამონტაჟებლად საჭიროა მყარი კედელი. ამ ტიპის ბიდეს უპირატესობა სივრცის დაზოგვაა — ის ოთახის გამოსაყენებელი ფართობის გაზრდაში გეხმარებათ, ამასთან, საინტერესოდ გამოიყურება და ოთახს განსხვავებულ ელფერს სძენს.

სხვა ტიპები

ჰიგიენური შხაპი. ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი. მას აქვს ონკანი შლანგით, რომლის ბოლოშიც განთავსებულია ღილაკი წყლის მიწოდებისთვის. წყლის ტემპერატურა ონკანზე არსებული ღილაკით კონტროლდება. ამ ტიპის ბიდეს არ აქვს გამათბობელი ელემენტები და თერმოსტატი, ამიტომ მიწოდებული წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია წყლის გამათბობელზე.

ბიდე-უნიტაზი. ამ შემთხვევაში უნიტაზი აღჭურვილია საშხაპე სისტემით. საკმარისია ღილაკზე თითის დაჭერა და ჰიგიენური შხაპის სასურველ პოზიციაზე დაყენება. მაღალი დონის მოდელების შემთხვევაში წყლის ნაკადის ინტენსივობისა და ტემპერატურის რეგულირება შეიძლება. პროცედურის შემდეგ ჰიგიენური შხაპი „იმალება“ და ავტომატურად იწმინდება.

ზომები

არსებობს მოდელები როგორც დიდი, ასევე პატარა სააბაზანოსთვის. სტანდარტული ბიდეების ზომები ასეთია: სიგანე 330-400 მმ, სიმაღლე იატაკის მოდელებისთვის — 400 მმ, დასაკიდისთვის ოდნავ ნაკლები — 300 მმ, სიღრმე — 520-560 მმ.

ბიდეს დამონტაჟებისას უნდა გაითვალისწინოთ მანძილი მასსა და უნიტაზს შორის, რაც სააბაზანოს სივრცეზეა დამოკიდებული. ნორმების მიხედვით, ბიდესა და უნიტაზის კიდეებს შორის მანძილი 300-450 მმ უნდა იყოს, ღერძებს შორის — 600-900 მმ.

ძირითადი რეკომენდაციები

  • თუ თქვენი აბაზანა დიდია, მაშინ ღირს ჩაშენებულ მოდელზე ორიენტირება.
  • შეიძინეთ ერთი და იმავე ბრენდის უნიტაზი და ბიდე.
  • პატარა სააბაზანოსთვის შესაფერისია ჰიბრიდული ნაკრები — ბიდე-უნიტაზი ან ჰიგიენური შხაპი.
  • მოდელი დაცული უნდა იყოს წყლით გადავსებისგან.
  • ფორმის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მასზე ჯდომა მოგიწევთ. როგორც წესი, მომრგვალო (ოვალური) მოდელები ყველასთვის მოსახერხებელია.
  • დამატებითი ფუნქციები ბიდეს გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის.
  • მოდელები დეკორატიული გოფრირებით ორიგინალური და ელეგანტურია, მაგრამ მათი მოვლა შრომატევადია.
  • მიზანშეწონილია სტანდარტული კომპლექტის საჭირო ელემენტებით შევსება.
  • წყალმომარაგებისთვის იყიდეთ მოქნილი შლანგები ლითონის წნულის საფარით — ისინი მარტივი და საიმედო კავშირის გარანტიას იძლევა.
  • შშმ პირებისთვის უმჯობესია ისეთი მოდელის შეძენა, რომელიც უნიტაზსა და ჰიგიენურ შხაპს აერთიანებს.
  • ყიდვისას შეამოწმეთ კომპლექტი. ის უნდა შეიცავდეს ონკანსა და სამაგრებს მონტაჟისთვის.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ერთ-საძინებლიანი სტუდიო თბილისის ცენტრში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში