in

იატაკის გათბობა თუ სტანდარტული რადიატორი – როგორ ავირჩიო?

იატაკის გათბობა თუ რადიატორები? ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია, რადგან თითოეულს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია, ამიტომ არჩევანიც სწორედ მათი გაანალიზების შედეგად უნდა გააკეთოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

იატაკის გათბობის უპირატესობები

თბოიზოლირებული იატაკის მთავარი უპირატესობა მისი ეკონომიურობაა. ერთსა და იმავე პირობებში ამ ვარიანტის არჩევისას, რადიატორთან შედარებით, 10%-20%-ით ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ. ამავდროულად, ამ შემთხვევაში სითბოს დაკარგვის დონე გაცილებით დაბალი იქნება.

იატაკის გათბობის სისტემის დამონტაჟება მოსახერხებელია იმ ოთახებში, სადაც რადიატორები ინტერიერს უბრალოდ არ ეხამება.

რადიატორების უპირატესობები

შეკეთების მხრივ რადიატორები უფრო მოსახერხებელი ვარიანტია, ვიდრე — იატაკის გათბობა. თუ ოთახში ძალიან ცხელა ან ცივა, შეგიძლიათ რადიატორი უბრალოდ შეცვალოთ, მაგრამ იატაკის გათბობის შემთხვევაში საქმე ბევრად რთულად არის.

იმ ოთახებში, რომლებიც რადიატორებით თბება, შეგიძლიათ იატაკი ნებისმიერი მასალით დაფაროთ და თქვენთვის სასურველი რაოდენობის ავეჯი მოათავსოთ, ხოლო იატაკის გათბობის შემთხვევაში ხალიჩების გამოყენება რეკომენდებული არ არის და დასაშვებია მხოლოდ ყველაზე საჭირო ავეჯის განთავსება.

ოთახში ადამიანებისთვის კომფორტული მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად, რადიატორები ბევრად უკეთესი ვარიანტია, რადგან იატაკის გათბობის სისტემის მქონე სივრცეებში ტენიანობის დონე საგრძნობლად დაბალია.

მაღალჭერიან ოთახებში, იატაკის გათბობის სიმძლავრე შეიძლება უბრალოდ არ იყოს საკმარისი მთელ სივრცეში სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ რადიატორები.

ალუმინის და ფოლადის რადიატორები ესთეტიკურად სასიამოვნოდ გამოიყურება, კარგად გამოყოფს სითბოს, მაგრამ მგრძნობიარეა კოროზიის მიმართ. თუჯის და ბიმეტალური რადიატორები უფრო გამძლეა, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირია.

გაითვალისწინეთ, რომ იატაკის გათბობის სისტემის დამონტაჟებისას დაგჭირდებათ იატაკის მოჭიმვის დამატებითი ფენა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ზედაპირის წონას, ხოლო თანამედროვე რადიატორები კომპაქტური და მსუბუქია.

შეჯამება

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს, ორივე შესაძლებლობას აერთიანებს. არსებობს მრავალი გზა იმისთვის, რომ დააკავშიროთ იატაკის გათბობა და რადიატორები: მაგალითად, თუ ორსართულიანი სახლი გაქვთ, შეგიძლიათ პირველ სართულზე იატაკის გათბობის სისტემა დაამონტაჟოთ, ხოლო მეორეზე — რადიატორები. თუ ბინა გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ საძინებელში იატაკის გათბობა გამოიყენოთ, რათა დილით საწოლიდან კომფორტულად ადგეთ და ფეხშიშველმა გაიაროთ, ხოლო სხვა ოთახებში უმჯობესი იქნება რადიატორების დამონტაჟება.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

რა უნდა გავითვალისწინოთ ჰაერის გამწმენდის შერჩევისას?

ქართული ელემენტებით გაფორმებული მინიმალისტური ინტერიერი ამაღლების ქუჩაზე — ქეთი ჭიჭინაძის ნამუშევარი