in

სახლი, რომელიც ბრაზილიურ ხასიათს გადმოგვცემს

Alliance Group
Alliance Group

ბელო-ჰორიზონტეს სამხრეთით განთავსებული სახლის დაპროექტებისას არქიტექტორების მთავარი მიზანი სამ სართულიანი შენობის შექმნა იყო, რომელსაც ოთხი საძინებელი, ორი ლუქსი და ორი ნახევრად-ლუქსი ექნებოდა. ამჟამად სახლის პირველ სართულზე ტერასა და გარაჟი მდებარეობს, ხოლო სამზარეულო შენობის შუა ნაწილშია მოთავსებული. მესამე სართულს მისაღები ოთახი, საოფისე სივრცე და ტელევიზორი იკავებს და აქვეა მეორე ტერასაც, რომელიც სამხრეთ-აფრიკის მთებს გადაჰყურებს.

თავდაპირველად, სახლის მფლობელებს სამზარეულოსა და მისაღები სივრცის გაფართოება სურდათ, მიღებული ოთახი კი აბაზანას შეუერთდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში სახლის მზიანი ნაწილი უფრო მეტად დაიჩრდილებოდა, რის გამოც მოთხოვნაზე მალევე თქვეს უარი.

საბოლოო პროექტმა შენობას ხასიათი შესძინა. სამზარეულოს ნაწილი, ბაღთან შედარებით, რამდენიმე სანტიმეტრით მაღლაა და სახლის მეპატრონეები ბაღს ბოსტნეულის მოსაყვანადაც იყენებენ.

თავის მხრივ, მოსასვენებელი ადგილი, რომელსაც შეიძლება აივანი ვუწოდოთ, განსხვავებულ სტრუქტურას ითხოვდა, სწორედ ამიტომ, ეს სივრცე განსაკუთრებული მეტალის მასალებითაა დამზადებული. მისი ერთი ნაწილი სახლის კედელზეა მიდგმული, დანარჩენი ორი კი ბაღს უერთდება და დამსვენებლებს სუფთა ჰაერთან ერთად არაჩვეულებრივ ხედებსაც სთავაზობს.

სახლის ინტერიერი ვინტაჟურ ავეჯს, ძვირადღირებულ მასალებსა და Play Arquitetura-ს მიერ დამზადებულ ნივთებს აერთიანებს.

 

პროექტზე მუშაობა 2008-2009 წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოო სახე 2011 წელს მიეცა. ამ პერიოდში შენობის მფლობელებმა ბრაზილია დატოვეს, მათი ორივე შვილი წამოიზარდა და სახლი გასაყიდად გაიტანეს.

არქიტექტურული სტუდია: Play Arquitetura

რუბრიკის წარმდგენია: ალიანს ჯგუფი

როგორ შევქმნათ დამატებითი სივრცე სახლში

ელიავას ბაზრობა – რატომ არის ის შეუცვლელი ადგილი სარემონტო სამუშაოებისთვის?