თუ სახლში დიზაინის განახლებას გეგმავთ, მწვანე ფერს საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.
მწვანე ბუნებრივად შექმნილი ფერია, რომელიც სიმშვიდით, სიახლითა და მყუდროებით გამოირჩევა. მნიშვნელობა არ აქვს, ღია ფერის საწოლს ეძებთ თუ მუქს, მწვანე ფერის პალიტრაში თქვენთვის სასურველი დიზაინი აუცილებლად მოიძებნება.
ჩვენ გიზიარებთ ამ ფერთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ოთახში განსაკუთრებული კომფორტის დამყარებაში დაგეხმარებათ.
ზეთისხილის მწვანე
ეს დახვეწილი ტონალობა თბილ და მშვიდ გარემოს ქმნის, სწორედ ამიტომ, ის საუკეთესო არჩევანია როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული ინტერიერის მოყვარული ადამიანებისთვის. დიზაინერები ამ ფერით მისაღები ოთახის კედლების შეღებვას გვირჩევენ.
ტყის მწვანე
მდიდრული და ესთეტიკური დიზაინების შესაქმნელად უფრო შესაფერის ფერს ვერ ნახავთ, რადგან მწვანე ფერის ეს ტონი სახლს ტყის, სუფთა ჰაერის, სიმშვიდისა და სიცოცხლის თვისებებს ანიჭებს.
პიტნის მწვანე
ამ ფერს ყველაზე ხშირად აბაზანასა და საძინებელში იყენებენ. პიტნა თავისთავად ასოცირდება ნერვული უჯრედების დამშვიდებასთან, თუმცა მის ფერს სახლში გაცილებით მეტი ფუნქცია შეიძლება შევუთავსოთ.
ნეფრიტის მწვანე
თუ თქვენს ოთახში მკვეთრი და ერთი შეხედვით მკაცრი გარემოს შექმნა გსურთ, მაშინ არჩევანი სწორედ ამ ფერზე უნდა შეაჩეროთ. მისი შეხამება შეგიძლიათ როგორც თეთრ, ასევე ნაცრისფერ ავეჯთანაც.
ხავსის მწვანე
მსგავსი ტონალობა იაპონურ კულტურასთან ასოცირდება, რადგან მათი დამამშვიდებელი ჩაი ხავსთან და მის შემადგენლობასთან არის გაიგივებული. ეს ფერი თქვენს ოთახს სიმდიდრეს, სითბოსა და თანამედროვეობას შემატებს.
ზღვის ქაფის მწვანე
იმისთვის, რომ სტრესული დღის შემდეგ განტვირთვა და დასვენება შეძლოთ, ზღვის ფერებთან ერთად შეგიძლიათ ზღვის მარილის გამოყენებაც. მომწვანო-მონაცრისფრო ფერი კი დამატებით კომფორტს შეგიქმნით.
ზურმუხტისფერი მწვანე
კაშკაშა ზურმუხტი ის ქვაა, რომელიც ნებისმიერ ნივთსაც და ოთახსაც დამატებით სიმდიდრის ეფექტს სძენს. დახვეწილი, თანამედროვე სივრცისთვის დიზაინერები ამ ფერის ყავისფერ და ნაცრისფერ ტონალობებთან შეხამებას გვირჩევენ.
მოყვითალო მწვანე
ეს ფერი ენერგიითა და დადებითი ემოციებით გვამდიდრებს და განსაკუთრებით უხდება თეთრსა და ნაცრისფერ დეტალებს. ამ ფერის ყვავილებისა თუ სხვადასხვა დეკორატიული ნივთების განთავსებას დიზაინერები შემოსასვლელი კარის პირისპირ გვირჩევენ.
ფიესტას მწვანე
ამშვენებს როგორც სააბაზანოს, ასევე სამზარეულოს დეტალებს. ეს ფერი ხშირად 70-იანების ვინტაჟს გვაგონებს, მაგრამ თანამედროვე დიზაინერები მის გამოყენებას თითქმის არასდროს ერიდებიან. შეუხამეთ თეთრ ფერებსა და მეტალის დეკორაციებს.
ლაიმის მწვანე
ლაიმი არა მხოლოდ ფერის, არამედ ციტრუსის სახითაც საკმაოდ სასარგებლოა და ის დამამშვიდებელ თვისებებს ატარებს. სწორედ ამ თვისებების წყალობით გახდა მისი ფერი სახლის მფლობელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ტონალობა.
რუბრიკა „ფერების“ წარმდგენია კაპაროლი