სკანდინავიაში არსებული თითქმის ყველა კოტეჯის მიღმა არსებობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა ხანში შესულმა წყვილმა ქალაქის დატოვება და ბუნებასთან ახლოს მდებარე სახლის შეძენა, შემდეგ კი სახლის განახლება და მისთვის ხასიათის შეძენა. გამონაკლისი არც კოპენჰაგენის მახლობლად მდებარე სახლია, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა და მოგონებებს დღემდე ინახავს. სახლი კრისტინსა და მის ქმარს, სორენს ეკუთვნის, რომელიც ინჟინრად მუშაობს და რომელსაც მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა შენობის დიზაინის შესაცვლელად.
შენობა მოწითალო აგურითაა ნაშენები და რამდენიმე ოთახთან ერთად, პატარა ეზო ამშვენებს ხის მაგიდებითა და თეთრ ფერში შეხამებული სკამებით, ასევე თეთრი ფერის ქოთნებში მწვანე მცენარეებია განთავსებული.
წყვილმა სახლის ინტერიერისთვის სადა, კრემისფერი და ღია ყავისფერი ფერები შეარჩია. სამზარეულოს თეთრ კარადებს ყავისფერი ფარდები და ჭურჭელი ამშვენებს, ხოლო მაგიდაზე ხისა და თიხის ნივთებს და სანთლებს შენიშნავთ.
მინიმალისტური დიზაინი აქვს მისაღებსაც, სადაც წიგნების თარო, სამუშაო მაგიდა და რამდენიმე დეკორატიული ნივთი გვხდება. ოთახს მუქი ფერის ნახატები და ხის სკამები ამდიდრებს.
რაც შეეხება საძინებელს, სახლის მფლობელებმა აქ დიდი ზომის საწოლზე, კედლის ნახატებზე და ფანჯარაზე მიდგმულ სამუშაო მაგიდაზე შეაჩერეს არჩევანი. ოთახს დამატებით დიდი ზომის ჭაღი და ბავშვის სათამაშოები ამშვენებს.
სახლის ეზო მდიდარია ქოთნის ყვავილებით, განტვირთვის საჭირო ატრიბუტებითა და ბაღის მოსავლელი ნივთებით.