in

სახლი პარიზში, რომელიც ფრანგულ ხასიათს აცოცხლებს

Banner M2
Banner M2

პარიზის ეს დახვეწილი აპარტამენტი მდიდრულ და ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს. მისი ინტერიერი საფრანგეთისთვის დამახასიათებელი სიმდიდრის ეფექტით არის შექმნილი. პროექტი 1930-იანი წლების მინიმალიზმითაა შთაგონებული.

დიზაინერმა ინტერიერისთვის სადა ფერები აირჩია. ავეჯთან რბილი ქსოვილის ბალიშები და ფარდებია გამოყენებული, რაც თანამედროვე სტილსა და დიზაინს ეხმაურება.

მისაღებ ოთახში ვხვდებით კრემისფერ კედლებს, რომლებსაც ყავისფერი ავეჯი ეხამება. ხის მაგიდა და სკამები სახლს ფრანგულ ხასიათს სძენს.

აქვე ვხვდებით შედარებით მუქი ფერის დეკორაციებსაც. ყავისფერ ქოთნებში ხელოვნური მცენარეებია მოთავსებული, ხოლო ჟურნალების მაგიდა მუქი წითელი ფერისაა, რომელიც ყავისფერ ტონალობაში გადადის.

აქვეა შედარებით ღია ფერებში გადაწყვეტილი მოსასვენებელი სივრცეც. მინიმალისტური სტილი სახლის ამ ნაწილში ყველაზე მეტად იგრძნობა. ოთახს თან ახლავს თანამედროვე დიზაინით შექმნილი ბუხარიც, რომელზეც სხვადასხვა დეკორაციული ნივთებია განთავსებული და მათი განსხვავებული ფერების ერთიანობა მოზაიკურ სტილს ქმნის.

სამზარეულო სრულად თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი. მუქი ყავისფერი ავეჯი მკრთალ განათებას იდეალურად ეხამება და ოთახში განსაკუთრებული დახვეწილობის ეფექტს ქმნის. ხის სკამებს თეთრი დეტალები ამშვენებს, ყავისფერი კედლები კი შედარებით ღია ფერის იატაკითაა დაბალანსებული.

საძინებელში დიდი ზომის საწოლს ვხვდებით, რომელიც თეთრი ფერისაა და ყავისფერ გადასაფარებლებს ეხამება. ოთახს ამშვენებს კედლის მთელ სიგრძეზე ჩასმული ფანჯარაც, რომელიც ქუჩის ხედით ტკბობის საშუალებას იძლევა.

სამზარეულოსგან განსხვავებით, დიზაინერმა სახლის ამ ნაწილისთვის ნათელი დიზაინი და ღია ფერები შეარჩია.

რაც შეეხება სააბაზანოს, გამონაკლისი არც სახლის ეს ნაწილია. აბაზანისთვის თბილი და სადა ფერებია გამოყენებული და თანამედროვე, მაგრამ მინიმალიზმით შთაგონებული ეფექტი აქვს. მდიდრულ ავეჯსა და ტექნიკას დახვეწილი, დეკორატიული ნივთები ეხამება. აბაზანაში ყველა პროდუქტი ისეა განლაგებული, რომ სისუფთავის, სიმდიდრისა და ელეგანტურობის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს აღვიძებს.

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში თუ მშვიდი გარემოს შექმნა გვსურს

ნანა ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა — „Element“-ი მილანში, „Oxilia Gallery“-ში წარმატებით გაიხსნა