in

სახლი-ბუმერანგი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიყვებით, ავსტრალიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 669 კვადრატული მეტრია. შენობა მისი არქიტექტურული სტილითაა გამორჩეული, რადგან მისი დიზაინი ბუმერანგს მოგაგონებთ.

ღია ფერების და მძიმე ავეჯის კომბინაციით, შენობის ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ მისი თითოეული კუთხე მომრგვალებულია.

პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო და მისაღები ოთახი, რომლებიც გაერთიანებულია და ორივე მათგანს ხედი სახლის ბაღზე აქვს, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ სახლის კედლების უმეტესობა შუშის მასალისაა.

შესასვლელში ვხვდებით სპირალის ფორმის კიბეს, რომელიც მეორე სართულის ბიბლიოთეკას უერთდება. სახლის მეორე სართულზე სამი საძინებელი ოთახი, აბაზანა და მოსასვენებელი ოთახია განთავსებული.

ეზოში ვხვდებით მანქანის ავტოფარეხსა და ღვინის სარდაფს. საცხოვრებელი სიმწვანითაა გარშემორტყმული და აქვს საკუთარი ბაღი, სადაც სხვადასხვა ჯიშის მცენარეებსა და ხეებს ვხვდებით.

არქიტექტურული სტუდია: Joe Adsett Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რა არის ფანკოილი და როგორია მისი გამოყენების სპეციფიკა

„Mezzanine“-მა დიზაინერ ნინო ნოზაძესთან კოლაბორაციით „Silk Factory Studio“-ში ახალი კოლექცია წარადგინა