მაცივარი ყველა სამზარეულოს უნდა ჰქონდეს. ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის გარეშეც ყოველდღიური ცხოვრება რთული წარმოსადგენია. მაცივრის სხვადასხვა სახეობები არსებობს, ისინი ფერის, ზომის, ფუნქციებისა და სხვა მნიშვნელოვანი თვისებების მიხედვით განსხვავდებიან.
დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაშენებული მაცივრები, რომელთა დიდი უპირატესობა არის ის რომ ისინი ადვილად ერგება ოთახის ინტერიერს.
ჩაშენებული მაცივრის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ნაწილი მისი გაგრილების სისტემაა, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული და გამართულად მუშაობდეს, რადგან სხვა შემთხვევაში თქვენი მაცივარი ძალიან მალე გადაიწვება.
თანამედროვე, ჩაშენებულ მაცივრებში გაგრილების სისტემის შემადგენელი ნაწილები მის ქვემო და ზემო ნაწილებშია განთავსებული და ერთმანეთთან შესაბამისი სიგრძის ხვრელი აკავშირებს.
მაცივარმა ჰაერი ქვემოდან უნდა შეიწოვოს და უკანა მხარის გავლით, ზემო ნაწილიდან გამოვიდეს. რაც მეტია ჰაერი, მით უფრო გამართულად მუშაობს ტექნიკა.
სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს ჩაშენებული მაცივრის ძირზე განთავსებული ნაწილი, რომელიც მაცივარს იატაკის საფარიდან რამდენიმე სანტიმეტრით აშორებს.
ქვედა და ზემო ნაწილებს შორის დაშორება დაახლოებით 200 კვადრატული სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს, ხოლო კედელი და მაცივარი ერთმანეთს სულ მცირე 40 მილიმეტრით უნდა დაშორდეს.
ყველა ამ ნორმის გათვალისწინებით, თქვენი მაცივრის გაგრილების სისტემა შეძლებს სწორ ფუნქციონირებას, რის ხარჯზეც არ წარმოიქმნება მისი გადაწვის, გაფუჭების ან ნაწილების დაზიანების რისკები.
თუმცა, არსებობს ჩაშენებული მაცივრის ისეთი სახეობებიც, რომლებშიც გასაგრილებელი სისტემა მაცივრის შიდა ნაწილშია ჩაშენებული და ისინი სპეციალურად გამოყოფილ ადგილს არ საჭიროებენ.