დეკემბრის დადგომასთან ერთად საახალწლო დეკორაციები ყოველი სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ხდება. ნაძვის ხისა და სახლის მორთვა ყოველწლიური რიტუალია, რომელიც სადღესასწაულო განწყობას ქმნის და ოჯახებს ერთმანეთთან აახლოვებს. პანდემიის პირობებში ონლაინ შოპინგის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ონლაინ მაღაზიებს, რომელთა სერვისით სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ სახლის მორთვასა და გალამაზებას.
1.Buyers.ge
ბაიერსი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს აქსესუარები, სამკაულები, ტანსაცმელი თუ სილამაზის პროდუქტები. ამ ყველაფერთან ერთად, სეზონურად, მომხმარებლებს Buyers.ge საახალწლო დეკორაციების ფართო არჩევანსაც სთავაზობს, რომლებიც ვიზუალთან ერთად, შინაარსითაც გამოირჩევა და საახალწლოდ აუცილებლად გაახალისებს თქვენს სახლს.
2. Ambiance – ამბიენსი
ამბიენსი თბილისში მდებარე მაღაზიაა, რომელიც პანდემიის პირობებში მომხმარებლებს დისტანციურად, Facebook გვერდის საშუალებით ემსახურება. მაღაზიის კოლექციაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტრადიციული და თანამედროვე ტრენდები – აქ ნახავთ ისეთ სათამაშოებს, რომლებიც ნიკო ფიროსმანის შემოქმედებითაა შთაგონებული და ისეთებსაც, რომლებიც დასავლური კულტურის დეტალებს გაგვახსენებს. თუ საახალწლოდ სახლის მორთვისას ინტერიერში ქართული ელემენტების შემოტანაც გსურთ და უცხოურისაც, “ამბიენსი” თქვენთვის იდეალური არჩევანია.
3. სუპერი
სუპერი წლების წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ მუდამ აქტუალურ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. გამონაკლისი არც წლევანდელი კატალოგი აღმოჩნდა – სუპერის ვებ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალფეროვანი დეკორაციები – ფერიები, ბალერინები, ჭაღები და შანდლები და სხვა უამრავი სათამაშო, რომელიც თქვენს ნაძვის ხეს ზღაპრულ იერს მიანიჭებს.
4. Coin Casa
Coin Casa იტალიური ბრენდია, რომელიც მომხმარებელს საახალწლო დეკორაციების გარდა ინტერიერის დიზაინის შემადგენელ ყველა კომპონენტს სთავაზობს – სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებელი ოთახების ავეჯსა თუ აქსესუარებს. ამჟამად Coin Casa-ს თბილისის ფილიალში დეკორაციების შეძენა Facebook გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. მაღაზიაში, სხვა სტილის სათამაშოებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ დათოვლილი ბროწეულები, ვაშლები, გირჩები, სხვა უამრავი დეკორაცია, რომელიც თქვენს ნაძვის ხეს ბუნებრივ იერსახეს მისცემს.
5.ფანჯარა
“ფანჯარას” Facebook გვერდის საშუალებით საახალწლო სათამაშოებსა და დეკორაციებთან ერთად, შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვა სეზონური ნივთებიც , მაგალითად ლანგრები, ჭიქები, ორცხობილების ჩასადები ყუთები, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს და თქვენი სახლის ყოველ სტუმარს სასიამოვნოდ გაოცებულს დატოვებს.
6.ჰოუმი
“ჰოუმის” ვებ გვერდზე ორიგინალური დიზაინის მქონე საახალწლო დეკორაციები მარტივად იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას თავისი ფერებითა და მომაჯადოებელი სიბრჭყვიალით. თუ აქამდე ტროპიკული ფრინველებითა და ცხოველებით, პეპლებით, თეთრი ტოტებით დამშვენებული ნაძვის ხე არ გქონიათ, წელს “ჰოუმი” ამის შანსს გაძლევთ.
7.იუსკი
ამ სკანდინავიურმა ბრენდმა უკვე დიდი ხანია მოიპოვა პოპულარობა, მისმა პროდუქციამ კი – ადგილი ქართველი მომხმარებლის ბინებში. “იუსკის” წლევანდელი საახალწლო კოლექცია, რომლის შეძენა მაღაზიის ოფიციალური ვებ გვერდიდანაა შესაძლებელი, გამოირჩევა ბუნებასთან მჭიდრო კავშირით – ხელოვნური ტოტები, ხეები, გირჩები, ყვავილები და სხვა დეკორაციები, რომლებიც “იუსკის” საფირმო განათებებითაა დამშვენებული, ყველა სახლს შესძენს სადღესასწაულო ელფერს.