თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ინოვაციურ მიდგომებს და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს, რაც მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. ქართული ბაზარი დეველოპერული კომპანიების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც საინტერესო შეთავაზებებსა და მრავალფეროვან საცხოვრებელ ბინებს სთავაზობს მომხმარებლებს. თუმცა სადავოა რამდენად აკმაყოფილებს თითოეული მათგანი ევროპულ სტანდარტებს. დღევანდელ სტატიაში იმ ძირითად კრიტერიუმებს განვიხილავთ, რასაც თანამედროვე, ახალაშენებული კომპლექსი უნდა აკმაყოფილებდეს.
მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგების გამოყენება — ახალაშენებული საცხოვრებელი სახლი, უპირველესად, მაღალი ხარისხის მასალებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა დაპროექტდეს, რათა მაცხოვრებლებისთვის მტკიცე, უსაფრთხო, მედეგი და დაცული საცხოვრებელი გარემო უზრუნველყოს. ამასთანავე, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ რეგულაციებს და თანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეს სთავაზობდეს ახალ მობინადრეს.
ენერგოეფექტურობა — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შენობის ენერგოეფექტურობაა. სასურველია, საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებს სთავაზობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ, თერმულად დაცულ კედლებსა და სახურავს, მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარას, ცენტრალიზებულ გათბობისა და გაგრილების, სავენტილაციო და საიზოლაციო სისტემებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ენერგიის გამოყენება და მაცხოვრებლის ფინანსური ხარჯი.
ინოვაციურობა — თანამედროვე ნაგებობა, თავისთავად, ინოვაციურ მიდგომებს უკავშირდება. შესაბამისად, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი უახლეს ტექნოლოგიურ და პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა მოიცავდეს. მაგალითად, დღესდღეობით მზის ელექტრო სადგურების გამოყენება საკმაოდ პოპულარულია. ეს ხერხი ეკოლოგიურად ბევრად უსაფრთხოა და რაც მთავარია, სამომავლოდ, მომხმარებელთა კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. ამგვარად, ისეთი ნაგებობები, რომლებიც მაცხოვრებელს მზის ელექტროენერგიით ამარაგებს, ბევრად დიდი უპირატესობითა და მოთხოვნით სარგებლობს.
უსაფრთხოება — თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითაც უნდა გამოირჩეოდეს, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეო-სათვალთვალო სისტემების უზრუნველყოფა, კომპლექსში შესვლის კონტროლი, საინჟინრო სისტემებისა და ლიფტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა. ეს ყოველივე მაცხოვრებლის დაცულობასა და მშვიდ, უსაფრთხო ცხოვრებას განაპირობებს.
გამწვანება — თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა ეკოლოგიურად ჯანსაღი, ბუნებრივი გარემოს შექმნაა, შესაბამისად, ახალაშენებულ კომპლექსში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ბუნებრივი გამწვანება და სარეკრეაციო, გასართობი ზონები, რათა მაცხოვრებელს ბუნებასთან სიახლოვეს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა მიეცეს.
თანამედროვე შენობის ყველა საჭირო მოთხოვნას ქართულ ბაზარზე გამორჩეული, პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ აკმაყოფილებს, რომელიც მაცხოვრებელს ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, მაღალი ხარისხის, უახლესი სტანდარტების საცხოვრებელს სთავაზობს. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე დაცული, ინოვაციური, ენერგოეფექტური, კომფორტული ბინებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა და იდეალურ ადგილს ქმნის მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის.