in

როგორ გავწმინდოთ შავი ფერის სანტექნიკა სწორად? – 8 მარტივი რჩევა

შავი სანტექნიკა სახლს განსაკუთრებით უხდება და მას ელეგანტურობას ანიჭებს, თუმცა, რამდენადაც ლამაზია ის, იმდენადვე რთულია მისი სათანადო მოვლა. შავ სანტექნიკაზე ზრუნვა საშუალებას გაძლევთ, რომ შეინარჩუნოთ მისი ესთეტიკური მხარე და გაზარდოთ მუშაობის ხარისხი.

ექსპერტები გვირჩევენ რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შავი ფერის სანტექნიკაზე ზრუნვას შეძლებთ.

1. რეგულარული დასუფთავებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ თბილი, საპნიანი წყალი. კარგად გაწმინდეთ და გაამშრალეთ ტექნიკა, ეცადეთ არ გამოიყენოთ ქიმიური საწმენდი საშუალებები.

2. არ შეურიოთ ერთმანეთს სხვადასხვა საწმენდი ნარევები. ქიმიურმა რეაქციებმა შეიძლება წარმოქმნას ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ტექნიკას დააზიანებენ.

3. არ გამოიყენოთ უხეში ქსოვილი, ღრუბელი ან ხელთათმანები.

4. არ გამოიყენოთ მათეთრებელი ან ქლორზე დამზადებული გამწმენდები.

5. გაწმინდეთ და გაამშრალეთ ყოველდღიურად, რათა არ მოხდეს ნალექისა და ნარჩენების დაგროვება.

6. არ დატოვოთ საწმენდი საშუალებები პროდუქტის ზედაპირთან კონტაქტში იმაზე მეტ ხანს, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული.

7. საწმენდი საშუალებები არ დაასხათ პირდაპირ სანტექნიკაზე. ისინი ჯერ რბილ ქსოვილს დაასხით, შემდეგ კი ტექნიკას წაუსვით.

8. წყლის წვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს ლაქების გაჩენა. დარწმუნდით, რომ ონკანის გამოყენების შემდეგ ის ნამდვილად დაკეტეთ.

ამ მარტივი რჩევების გამოყენებით სახლში შავი სანტექნიკის წმენდასთან დაკავშირებული პრობლემები სამუდამოდ გაქრება და შეძლებთ მათი დახვეწილი გარეგნული თვისებებით მაქსიმალურად დიდხანს ისიამოვნოთ.

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მიერ შექმნილი საუცხოო ვილა თბილისთან ახლოს

როგორ გამოვთვალოთ აბაზანისთვის საჭირო ფილების ზუსტი რაოდენობა?