in

ტრადიციული სახლი ლოს-ანჯელესში, რომელიც წყვილმა თანამედროვე აპარტამენტად აქცია

Banner M2
Banner M2

ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი, რომელიც თავისი ინტერიერითაა გამორჩეული, სელინა და მეთიუ მარფებს ეკუთვნით. მას შემდეგ, რაც ისინი კარიერული წინსვლის მიზნით ნიუ-იორკში გადავიდნენ, ლოს-ანჯელესის ხმაური და ქუჩები ძალიან ენატრებოდათ, რის გამოც კვლავ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.

წყვილი შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში დაბრუნდა და ახალი სახლი შეიძინეს, რომელსაც სერიოზული რესტავრაცია ესაჭიროებოდა. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერი დაიქირავეს და მასთან ერთად შეუდგნენ სახლის მოწყობის პროცესს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა შენობის მოდერნიზება იყო ისე, რომ წყვილისთვის კომფორტული ყოფილიყო როგორც ოჯახური ცხოვრება და პირადი სივრცე, ასევე სტუმრების მიღება და მასპინძლობა.

სახლის ოთახები სხვადასხვა ფერებშია გადაწყვეტილი. მისაღები შედარებით მუქი ფერის ავეჯითაა გაწყობილი და ვარდისფრის სხვადასხვა ტონალობების ფერებში შეღებილ კედლებს ეხამება. აქვეა ბუხარიც, რომელიც მაგიდასთან შედარებით მუქი ფერისაა, თუმცა ოთახის ესთეტიკას იდეალურად ეწყობა.

მისაღების გვერდით ოთახში პატარა კუთხეა, რომელიც წყვილმა ყოველდღიური საუზმისა და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად გამოყო. სახლის ამ ნაწილს ისინი არაფორმალურ მისაღებ ოთახს უწოდებენ. ეს ადგილი ღია ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი და წიგნები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები ალამაზებს.

რაც შეეხება სამზარეულოს, წყვილმა ის მწვანე ფერის ინსპირაციით შეარჩია, რათა სიმშვიდის ეფექტი შეექმნათ. სამზარეულო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და აქ მთლიანად თეთრი და მუქი მწვანე ფერების ბალანსს ვხვდებით.

სახლის ორი სართული ერთმანეთს ღია ყავისფერი კიბის დახმარებით უკავშირდება. მეორე სართულზე ვხვდებით ბავშვის ოთახს, სადაც წყვილმა სადა  ფერების კომბინაცია გამოიყენა. ოთახის განსაკუთრებული დიზაინი მის ღია ცისფერი ჭერის დიზაინში გამოიხატება, რომელიც ცისა და ღრუბლების შთაბეჭდილებას ქმნის.

სახლს ორი აბაზანა აქვს. ერთი მათგანი შედარებით მცირე ზომისაა და ღია ფერებშია მოწყობილი. თეთრი და ნაცრისფერი ფერების კომბინაციას სარკეების ყავისფერი ჩარჩოები ეხამება.

ხოლო მეორე აბაზანა შედარებით განსხვავებული დიზაინისაა. წყვილს სურდა სახლში ტყის ესთეტიკა შეექმნათ, ამიტომ აბაზანაში ღია ყავისფერი და მუქი ლურჯი ფერები გამოიყენეს, რომლებსაც მწვანე მცენარეები შეუხამეს.

საბოლოო ჯამში, წყვილმა მოახერხა და დიზაინერის დახმარებითა და განსხვავებული ფერების გამოყენებით, თავიანთი ხასიათი საკუთარ საცხოვრებელში გააცოცხლა, სადაც ისინი დღესაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ.

რა თანხებთან არის დაკავშირებული კერძო სახლის მშენებლობა საქართველოში?

10 ადგილი თბილისში, სადაც ჰელოუინისთვის აქსესუარებს შეიძენთ