in

მთებით გარშემორტყმული სახლი პერუში – Elmer Gutierrez-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიყვებით, პერუს რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტრუხილიოში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 116 კვადრატული მეტრია. შენობა 2023 წელს აშენდა და ის სხვა ნაგებობებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩრდილოეთის მთებშია განთავსებული.

შენობა ისეა დაპროექტებული, რომ მის გარშემო საუცხოო ხედები იშლება და ამასთანავე მაქსიმალურად არის გამოყენებული ბუნებრივი ენერგია, მათ შორის მზისა და ქარის ენერგია. შენობა ინარჩუნებს ტემპერატურას ღამის საათებშიც, როდესაც მთებში საკმაოდ ცივა.

სახლის ერთი ნაწილი შედარებით მყუდრო და კომფორტულია, რადგან ის შენობის მეპატრონის ინდივიდუალური სურვილების მიხედვითაა დაპროექტებული, ხოლო მეორე ნაწილი სოციალური აქტივობებისთვის და შეხვედრებისთვის გამოიყენება.

ინდივიდუალურ ნაწილში ვხვდებით მთავარ შესასვლელსა და საძინებელს, რომელსაც საგარდერობე სივრცე და აბაზანა აქვს, ხოლო მეორე ნაწილში სტუმრებისათვის განკუთვნილი საძინებლები, მისაღები და რამდენიმე პატარა ოთახია განლაგებული.

ამავდროულად, სახლის მეორე ნაწილში, რომელიც სტუმრების სიხშირით გამოირჩევა, ვხვდებით ღია ტერასას, ხის ავეჯსა და მწვანე მცენარეებს, რომლებიც მთის ხედით ტკბობისთვის იდეალურ გარემოს ქმნიან.

სახლის უმეტესი ნაწილი ქვითაა ნაშენები, თუმცა აღჭურვილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით. ფანჯრებისა და სახურავების ნაწილში გამოყენებულია მუქი ფერის მასალა, რომელიც მთის მოყავისფრო ფერებსა და შენობის კედლებს ეხამება.

არქიტექტურული სტუდია: Elmer Gutierrez

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რა უპირატესობები აქვს სახლში ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენებას?

Eames Lounge Chair & Ottoman – საკულტო დიზაინი, რომელიც თავდაპირველად მეგობრისათვის საჩუქრად შექმნეს